რეზონანსი
14.08.2019

 (რეზონანსი) რამდენიმედღიანი ძლიერი წვიმების შედეგად, გრიგოლეთის სანაპირო იმდენად დანაგვიანდა, რომ დამსვენებლები კურორტის დატოვებას არ გამორიცხავედნენ.

მათ სოციალურ ქსელში შესაბამისი ვიდეოც გამოაქვეყნეს. ძირითადად, უკმაყოფილებას უცხოელი დამსვენებლები გამოხატავდნენ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი, გრიგოლეთში იმყოფებოდა. მან მუნიციპალური პლაჟის დასუფთავების სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.

„პლიაჟი ყოველდღიურად სუფთავდება სპეცტექნიკის გამოყენებით. მთელი დღის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა.ა(ა)იპ კეთილმოწყობის და მომსახურების ცენტრის თანამშრომლები, დასუფთავებას კვლავ აქტიურად გააგრძელებენ",-განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.

მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, გრიგოლეთში ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×