სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.08.2019

     (რეზონანსი) ნიკა გვარამიამ გირაოს გადახდაზე უარი ოფიციალურად თქვა. მან აღნიშნა, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს და თუ მისი ბრალი ამის გამო დამძიმდება, ამაში პრობლემას ვერ ხედავს. „რუსთავი 2"-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა და მისმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა პროკურატურა ცოტა ხნის წინ დატოვეს.

    „გირაოს უნიკალური კოდის გადმოცემის პროცედურა იყო, შეგნებულად არც ჩამიხედავს ამ დოკუმენტში და მით უმეტეს, არც ჩამიბარებია. ანუ, მე ეს უნიკალური კოდი არ ვიცი, იცის მხოლოდ ამ უწყებამ და ამიერიდან თუ ვინმემ რამე შეიტანა ჩემს ანგარიშზე, არის მხოლოდ ამ უწყების დამსახურება, მხოლოდ მათ შეიძლება გათქვან ეს უნიკალური კოდი, ამ ინფორმაციას მე არ ვფლობ. გირაოს გადახდას არ ვაპირებ, გამაფრთხილეს, რომ შეიძლება, ჩემი პასუხისმგებლობა ამის გამო დამძიმდეს. დამძიმდეს, მე ვერ ვხედავ პრობლემას, იმთავითვე ვთქვი, რომ ამისთვის მზად ვარ. თუ იმ ღონისძიებას მომისჯიან, რომელიც იძულებას გულისხმობს, ანუ აღკვეთას, მე დავემორჩილები, გიჟი ხომ არ ვარ, სახელმწიფოა და კი ბატონო, აღმიკვეთონ თავისუფლება", - განაცხადა გვარამიამ.

    ასევე, ის გამოეხმაურა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც სასამართლომ გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის სააპელაციო საჩივარი, გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო, დაუშვებლად ცნო.„ამას ჩვენ ვაგროვებთ იმისთვის, რომ მერე გვქონდეს საქმე შეკრული თავიდან ბოლომდე. სააპელაციო სასამართლოსთან დაკავშირებით არავითარი ილუზია არ მქონდა, რომ ის განიხილავდა ამ საქმეს. ეს მასალები იქნება და შეადგენს ჩემი პოლიტპატიმრობის საქმეს", - აღნიშნა „რუსთავი 2"-ის ყოფილმა დირექტორმა.

    IPN

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ლინდა   (15.08.2019)
    ნიკა გამარჯვებას გისურვებ. შენი ციხეში გამომწყვევა მაინც ვერ გადაარჩენს ამ ბანდიტებს! ყველა იმ ნაძირალა თახსირ და მართლაც ბოზანდარა არსებებს მივმართავ, თქვე აყროლებულებო, ყველა ერთიანად ნიკას ფრჩხილის ღირსნიც არა ხართ! დედა აფეთქებულო არარაობა ვიგინდარებო, თქვენი განადგურების ზარი დარეკილია!

    sikı   (14.08.2019)
    Ras alaparakebt am bozs tu gsiamovnebt


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×