რეზონანსი
14.08.2019

 ტელეკომპანია "იმედის" იურისტი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც ისინი საგადასახადო ვალდებულებებს არ იხდიდნენ. მისი განცხადებით, გადასახადებს იმიტომ არ იხდიდნენ, რომ „რუსთავი 2“-ც არ იხდიდა.

„სამაუწყებლო საქმიანობა ზოგადად ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ძალიან დიდი შრომის გაწევა გვიწევს იმისათვის, რომ ეს დანახარჯი შემოსავლებით დავაკომპენსიროთ და როდესაც შენი კონკურენტი წყვეტს გადასახადების გადახდას და  ეს  ძალიან დიდი ხანი გრძელდება, ეს საკმაოდ არათანაბარ მდგომარეობაში გაყენებს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეს განცხადება მიმართულია ყველა სუბიექტისადმი და აქ უთანასწორობას ადგილი არ ექნება, ჩვენ, პირიქით, მოხარულები ვართ, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრა დავიწყოთ. 

დღეის მდგომარეობით, კონკრეტული წინადადება მზად არ გვაქვს, თუმცა უმოკლეს ვადებში გონივრულ შეთავაზებას წარვადგენთ და ჩავერთვებით ამ სამუშაოში", - განაცხადა იურისტმა ანდრო ლაშხმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×