რეზონანსი
14.08.2019

  საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, სოფელ გუგუტიანთკარში მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს.

აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.

მათივე ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

„ეს არის მორიგი უკანონო და უკიდურესად დესტრუქციული ქმედება. ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე აღნიშნული საკითხი მწვავედ იქნება დაყენებული", - აცხადებენ სუს-ში.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×