სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.08.2019

     (რეზონანსი) ვლოდივოსტოკელმა იურისტმა მაქსიმ ჩუხუნოვმა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, მოტოციკლის ჩაფხუტის გარეშე ტარებისთვის უჩივლა.

    unian-ის ინფორმაციით, იურისტი თავის მიმართვაში წერს, რომ "მოქალაქე ვლადიმირ პუტინი, დაუდგენელ პირებთან ერთად მოტოციკლს ჩაფხუტის გარეშე მართავდა". მან სევასტოპოლის პროკურატურას საჩივარი ინტერნეტით გაუგზავნა და მოითხოვა, პრეზიდენტს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრონ. ჩუხუნოვი სხვა, უჩაფხუტო პირების დასჯასაც ითხოვს.

    "კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს, არავითარი ორმაგი სტანდარტები",- ამბობს იურისტი. მისი თქმით, განცხადებას ჯერ რეაგირება არ მოჰყოლია.

    10 აგვისტოს, რუსეთში მრავალათასიანი საპროტესტო აქციების ფონზე, ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყირიმში ბაიკერებსი შოუს დაესწრო. მან ბაიკერების კლუბ "ღამის მგლებს" დაარსების 10 წლისთავი მიულოცა. პრეზიდენტი კლუბის დამაარსებელთან ერთად გამოჩნდა და საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვითაც გამოვიდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    lekso kutaisi   (13.08.2019)
    putinis dedas hevapsi


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×