სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარიამ ხიდაშელი
    23.09.2009

    ამისათვის, შეიქმნა მონაცემთა ელექტრონული ბაზა და ვებ-პორტალი ცცცყფპკწშტაწყპუ, რომელშიც დარეგისტრირებულია (რეგისტრაცია შესაძლებელია ელექტრონულად) სოფლის მეურნეობის სექტორიში დაკავებული 3309 ადამიანის საკონტაქტო ინფორმაცია და მათი საქმიანობის აღწერილობა, ყოველდღიურად განახლებადი საბაზრო ფასები საქართველოს ყველა საბითუმო ბაზრიდან, განაცხადები და მოთხოვნები სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეძენასა თუ გაყიდვის თაობაზე.
    პროექტის ფარგლებში მზადდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საბითუმო ფასების ცხრილი. იგი დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს დეტალური ინფორმაცია მიიღოს თუ რა ფასად იყიდება პროდუქტი საქართველოს სხვადასხვა საბითუმო ბაზარზე.
    სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარკეტინგის კვლევისა და სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსის ნოდარ კერესელიძის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, პროექტის ფარგლებში, ბევრი მნიშვნელოვანი კვლევა გაკეთდა. კვლევებში, მონაწილეობდნენ უცხოელი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტები. ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის ხელშეწყობით სოფლის მეურნეობის სფეროში ბევრი კარგი რამ გაკეთდა.
    ამ მიმართულებით ჩატარდა საინტერესო კვლევები, რომელთაც ფერმერები აქტიურად ეცნობიან. კვლევების საშუალებით მათ მიეცათ შესაძლებლობა, რათა თავიანთი წარმოება უფრო ეფექტური გახადონ. ასევე იღებენ ინფორმაციას, რომელი პროდუქტის წარმოებაა მომგებიანი და ამისთვის რა ახალი ტექნოლოგიები გამოიყენება. სახელმწიფო მხარს უჭერს ამგვარი პროექტების არსებობას, ვინაიდან შედეგი უკვე სახეზეა", - ამბობს ნოდარ კერესელიძე.
    პროექტის ერთ-ერთი ოპერატორის დავით ჯანელიძის განცხადებით, მონაცემთა ბაზის მიმართ ფერმერები, გლეხები და ბიზნესმენები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ, ვინაიდან მსგავსი ინფორმაციის მიღების სხვა ალტერნატიული წყარო არ არსებობს. პროდუქციის რეალიზაციისა და, შესაბამისად, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ამგვარი მონაცემების არსებობა უმნიშვნელოვანესია.
    "სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ფასებს სხვადასხვა საბითუმო ბაზარზე ვაგროვებთ. კონკრეტულად ვინიშნავთ დაბალ, საშუალო და მაღალ ფასებს. გლეხებს ამ ინფორმაციის არსებობა პროდუქციის რეალიზაციას უადვილებს, შესაბამისად, მათ სტიმული ექმნებათ, რათა უფრო მეტი მიწა დაამუშავონ და მეტი პროდუქტი აწარმოონ. ინფორმაციის აქტუალურობიდან გამომდინარე, მასზე მოთხოვნა ერთობ დიდია. აღნიშნული ინფორმაცია ახლა გაზეთში იბეჭდება, თანაც ძალიან მოკლედ.
    მოთხოვნა მართლაც ძალიან დიდია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ფერმერისთვის ამ ინფორმაციის მიწოდებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იგი იგებს რა ფასებია, მაგალითად, ბათუმის ბაზარზე და ღირს თუ არა, რომ ლაგოდეხიდან პროდუქტი რეალიზაციისთვის აჭარაში ჩაიტანოს. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ სწორედ ამგვარი ინფორმაციის მოგროვებისა და გავრცელების შემდეგ, ბაზარზე ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წილი გაიზარდა და იგი სომხურ და თურქულ პროდუქტს ჩაენაცვლა, ქუთაისელმა მემწვანილეებმა, პროექტის დახმარებით, უკრაინასა და რუსეთში პარტნიორებიც კი მოიძიეს, შედეგად დიდი რაოდენობის მწვანილის ექსპორტი ამ ქვეყნებში უპრობლემოდ ხდება", - ამბობს ჯანელიძე.
    ბათუმის საბითუმო ბაზრის კიდევ ერთი ოპერატორის მერაბ ძნელაძის განცხადებით "ამგვარი საინფორმაციო ბაზის შექმნამ სოფლის მეურნეობის განვითარებაში საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა. ამ პროცესს თვითონ ვადევნებ თვალყურს და ვხედავთ, რომ ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა. გარდა ამისა, ფერმერებმა მოსავლის მოსაყვანად ახალი ტექნოლოგიები აითვისეს. ვებ-გვერდის მეშვეობით, ფერმერები უცხოელ იმპორტიორებთან ამყარებენ კონტაქტს, ერთმანეთს იცნობენ, ბიზნეს გარიგებებს დებენ, სიტუაცია სრულებით შეიცვალა. მიმაჩნია, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და პროექტის ფარგლებში ფერმერული მეურნეობები კიდევ უფრო გაიზრდება, შესაბამისად, გაიზრდება ადგილობრივი წარმოება", - ამბობს მერაბ ძნელაძე.
    აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში გაკეთდება ანალიზიც, რაც სოფლის მეურნეობის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ანალიზის მიხედვით, დაინტერესებული პირები მიიღებენ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რომელი პროდუქტია იმპორტირებული, რომელი პროდუქტის ადგილობრივით ჩანაცვლება შეიძლება, ქართული პროდუქტი რა პერიოდით უზრუნველყოფს ადგილობრივ ბაზარს და სხვა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter