სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    23.07.2019

     (რეზონანსი) ხობის რაიონ სოფელ პირველ მაისში მცხოვრები 58 წლია არჩილ (აჩიკო) გაბისონია საკუთარ სახლში ღია კარის ჩარჩოზე ჩამომხრჩვალი მისმა წინა მეზობელმა, მე-10 კლასის მოსწავლემ იპოვა.

    „ახლაც შოკშია ბავშვი... იმდენად ყველას უყვარდა აჩიკო... მთელი სოფლის გაჭირვების ტალკვესს ვეძახდით და აი რატომ: ჩვენს სოფლებში ბუნებრივი გაზი არაა და მას დაჰქონდა მოსახლეობისთვის. რამდენიმე სოფელს ემსახურებოდა. ყველას უყვარდა. ერთ დარეკვაზე მათთან ჩნდებოდა ხოლმე. არავინ არ იცის ეს რატომ ჩაიდინა, ან რა უჭირდა საამისო... ყველა ვგლოვობთ. ისეთი მხიარული და სიცოცხლით სავსე კაცი იყო.

    ცოლს 20 წელზე მეტია რაც გაშორდა, მეუღლე მოსკოვშია. ერთი ბიჭი ჰყავს და უკვე მოვიდა მამის სახლში, - უთხრა „პრაიმტაიმს" ოჯახის ახლობელმა. შინაგან სქმეთა სამინისტროს განმარტებით, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

    (პრაიმტაიმი)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×