სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    23.07.2019

     (რეზონანსი) ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე თამარ მეფის ძეგლის მოპირდაპირედ მდებარე საათს მეხი დაეცა, რის გამოც შიდა მექანიზმია დაზიანებული. როგორც ქალაქის მერიაში „სამხრეთის კარიბჭეს" განუცხადეს, საათი უახლოეს მომავალში კვლავ ამუშავდება.

    „ძლიერი წვიმის დროს მეხი დაეცა საათს და მექანიზმი დააზიანა. მეხმა ასევე დააზიანა საცხოვრებელი კორპუსის უკან „ენერგო-პროს" მაღალგადამცემი ხაზი", - განაცხადეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში.

    ქალაქის მთავარი საათი შარშან კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციისას აიღეს და მის ნაცვლად მერიამ ახალი შეიძინა, რომელიც თამარ მეფის ძეგლის მოპირდაპირედ მიმდინარე წლის აპრილში დადგეს.

    ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ საათის დაზიანებულ მექანიზმს უახლოეს მომავალში შეცვლიან.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×