სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    23.07.2019

     (რეზონანსი) თბილისის საკრებულოს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა სხდომათა დარბაზი დატოვა. მან სხდომის დატოვების მიზეზად განმარტა, რომ ის არ აპირებს ხელი შეუშალოს თავის კოლეგებს თბილისელების კეთილდღეობისთვის მუშაობაში.

    მისი თქმით, სხდომას ის "არა პროტესტის ნიშნად, არამედ სიყვარულის გამო ტოვებს".

    "ჩვენ ხომ ვიცით ხოლმე, რომ პროტესტი ნიშნად ვტოვებთ დარბაზს. პირიქით, მე სიყვარულის გამო და იმის გამო დავტოვებ, ხელი რომ არ შეგიშალოთ, რომ ძალიან ბევრი იმუშაოთ თბილისელების კეთილდღეობისთვის", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

    მან „ბოდიში" მოიხადა იმისთვის, რომ ამ ხნის განმავლობაში საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდა, როცა მათი გაჭირვების შესახებ საუბრობდა.

    "ჩემო კოლეგებო, ერთი თქვენი თანაპარტიელია, მან იცის ასე თქმა - "მინდა დავიწყო ბოდიშით". მეც მინდა, ბოდიში მოგიხადოთ, რომ ამ ხნის განმავლობაში საზოგადოება შეგვყავდა შეცდომაში, რომ თქვენ, მერიის თანამშრომლები კორუფციაში იყვნენ გასვრილები. რა სისულელეა, არანაირი კორუფცია ქვეყანაში არ არის. ასევე მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რომ ამ ხნის განმავლობაში მე მქონდა შესაძლებლობა, რომ მომეტყუებინა ხალხი და მეთქვა, რომ ამ ადამიანებს უჭირთ, არადა, უბრალოდ გამოაღებენ მაცივარს და ყველაფერი არის კარგად. ხაბეიშვილი დგას და იტყუება საკრებულოს სხდომათა დარბაზში. მე ამის გამო ძალიან ვწუხვარ. რაც კალაძე გახდა დედაქალაქის მერი, ქვეყანაში ხომ კარგის მეტი არაფერი არ ხდება. ამის შემდეგ სერიოზული აღმშენებლობაა და ამის დანახვა როგორ არ შეიძლება? მინდა, რომ ბოდიში მოგიხადოთ, რომ მე აქ ნერვებს გიშლით, თორემ ყველამ კარგად იცის რომ თბილისში არც ეკონომიური პრობლემები აღარ არის, არც სოციალური პრობლემა", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×