სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    23.07.2019

     (რეზონანსი) გია ვოლსკი ფიქრობს, რომ ეკა ბესელია პირადი ცხოვრების კადრებთან დაკავშირებული თემით პოლიტიკურ სარგებელს იღებს.

    როგორც უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, ამ საკითხს, ორი მხარე აქვს და ორივე მხრიდან გარკვეულ შედეგებს იძლევა.

    „ერთია მორალური საკითხი და გასაგებია, რომ ამ ტიპის დანაშაული ადამიანის უფლებას არღვევს და ამას საზოგადოება ზუსტად აფასებს. ასეთ შემთხვევებში ყველა გამოხატავს თანადგომას. მეორეა, პოლიტიკური ნაწილი.. ღრმად მწამს, რომ ეკა ბესელიასთვის კარგად არის ცნობილი ამ კადრების წარმომავლობა. ის კარგად ხვდება იმასაც, რომ მათი გავრცელებით ხელისუფლება დარტყმას, ხოლო თვითონ პოლიტიკურ სარგებელს იღებს. ამის ინდიკატორი სწორედ მის მიერ ხელისუფლების წინააღმდეგ გალაშქრებაა. შეუძლებელია იმის იურიდიულად დამტკიცება, რომ ეს ყველაფერი თავად დაგეგმა, თუმცა ფაქტია, ის პოლიტიკურ დივიდენდებს იღებს, - აცხადებს გია ვოლსკი „პრაიმტაიმთან".

    ამასთან, დეპუტატი ფიქრობს, რომ მსგავსი კადრების შემქმნელი „ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება იყო და არც იმას გამორიცხავს, რომ შანტაჟისთვის გამოსაყენებელი კომპრომატები სხვა პირების მიმართაც არსებობდეს.

    დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთდა ოფიციალური განცხადება, რომ კადრების გამავრცელებელ პირვეწყაროს მიაკვლიეს. თავად ეკა ბესელია გამოძიების შედეგებს არასერიოზულს უწოდებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×