სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    23.07.2019

     (რეზონანსი) მინდა გავაფრთხილო ხელისუფლება. თუ ამ არარაოებების პირით საუბარს გააგრძელებს ჩემთან, ჩემი პასუხი იქნება ძალიან მწარე - ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილის ბრალდებებს პასუხობს და ხელისუფლებას აფრთხილებს.

    „როცა ეს არარაობა ლაპარაკოს "ქართული ოცენების" სახელით, არავის უნდა გაუკვირდეს, რატო არ ვარ მე იმ პარტიაში. ამ არარაობასთან ერთად როგორ უნდა გავჩერებულიყავი. იმ დონის ფსკერია ეს ადამიანი, რომ ამაზე ქვემოთ არაფერი მინახავს. მე მას უფლებას არ ვაძლევდი ოთახში შემოსულიყო ჩემთან და ტირილით დამსდევდა რომ სალამი მიმეცა და დავლაპარაკებოდი. იმ დონის ფსკერია ეს ადამიანი რომ არ შეიძლება ამაზე სერიოზული კომენტარები გავაკეთო. მე მინახვას რუსთავი ორის შრტურმიც ჩემი მისართით წლების განმავლობაში, მინახავს ნაც მოძრაობის რეპრესიები, მაგრამ ასეთი არარაობა, რომელიც ზუსტად დაახასიათა კაკო ბობოხიძემ პლენარულ სხდომაზე, როგორ დაატარებდა ტვალეტის ქაღალდებს ადეიშვილისთვის და ხმა ვერ ამოიღო. საცოდავი თვალებით უყურებდა, ჩემთან რომ ვაჟკაცობს ახლა ეკრანიდან." - განახადა ბესელიამ.

    მის თქმით, პარლამენტში ზარდიაშილი არ უნდა იყოს და ამ საკითხს ეთიკის კომისიაში დააყენებს.

    "პრობლემა იმაში კი არ არის რას ბედავს ზარდიაშვილი, რომელსაც პასუხს აუცილებლად მოვთხოვ, ვინ არის ზარდიაშვილი მათი პატრონებისთვის. არ მიპატიებია არასდროს. ძალა ქონდათ და ყველაფრის შესაძლებლობა ქონდათ და ისინი მიპირისპერდებოდნენ ვისი ხელის ბიჭიც ეს არარაობა იყო, იმათ არ ვპატიობდი არაფერს და იმათ წინაშე არ ვიხევდი უკან მე, ქალი. საკითხს დავსვამ რომ ის პარლამენტში არ უნდა იყოს და დატოვოს პარლამენტის მანდატი და ამ საკითხს ეთიკის კომისიაში დავაყენებ.

    მინდა გავაფრთხილო ხელისუფლება. თუ ამ არარაოებების პირით საუბარს გააგრძელებს ჩემთან, ჩემი პასუხი იქნება ძალიან მწარე. მე ბევრ რამეს არ ვლაპრაკობ, იმიტომ რომ ვუფრთხილდები ქვეყნის ინტერესს, საჯარო ინტერესს. არ მინდა ჩამოიშალოს სისტემა, რომელიც უვკე შერყეულია. ჩემს მოთმინებას ნუ ზომავენ. ზარდიაშვილების ენით ნუ მელაპრაკებიან, თორემ ამაზე ჩემი პასუხიც იქნება,"- განაცხადა ეკა ბესელიამ „ტვ პირველთან".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×