სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    23.07.2019

     სოციალურ ქსელში ახალი საქველმოქმედო აქცია დაიწყო: თბილისის ქუჩებში ტაქსი გამოჩნდა, წარწერით – “მაიასთვის – დავამარცხოთ ლეიკემია”. როგორც აღმოჩნდა, ამ მეთოდით ძმები დედის სიცოცხლისათვის იბრძვიან.

    “მოგესალმებით მეგობრებო, უკვე ორი დღეა, რაც ჩვენი ოჯახის ძველი მანქანა დავასტიკერეთ და მონაცვლეობით ვტაქსაობთ მე და ჩემი ძმა, ჩვენი ტაქსი საქველმოქმედოა, აქ არავინ არავის არ ევაჭრება, თუ მგზავრს არ აქვს საშუალება უფასოდ მიგვყავს დაიშნულების ადგილზე, ხოლო თუ აქვს რაიმე საშუალება მანქანაში მოთავსებულ ყუთში აგდებს თანხას თავისი სურვილისამებრ, მოგროვილი თანხა კი მთლიანად დედას ჯანმრთელობას მოხმარდება.

    ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ გულისხმიერ ადამიანს, ვინც ერთი ლარით მაინც გვეხმარება და მომავალში დაგვეხმარება, უთქვენოდ მეგობრებო, ჩვენ არ შეგვიძლია მკურნალობისთვის საკმარისი თანხის მოგროვება.

    მჯერა, რომ სიკეთე გადამდებია, კიდევ ერთხელ გთხოვთ გავერთიანდეთ დედასთვის და გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე.

    p.s გთხოვთ ამ პოსტის გავრცელებაში დამეხმაროთ, რათა მარტივად ამოიცნონ მოქალაქეებმა ტაქსი, რომელიც იბრძვის სიცოცხლის გადასარჩენად. მჯერა, რომ მე და რატი თუ ვერა, ღმერთი აუცილებლად ყველას სიკეთით გადაგიხდით.

    საქართველოს ბანკი GEL EUR USD GE95BG0000000161310779

    TBC ბანკი GEL EUR USD

    GE28TB7739345064300013 TBC

    მიმღები რატი ქართველიშვილი

    პ/ნ 01019072195; ტელ. 591 819 819″

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×