სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.07.2019

     (რეზონანსი)სამარცხვინოა, როცა პარლამენტის მოქმედი წევრი სასამართლოს ხელისუფლებას ამგვარი ბინძური ქმედების განხორციელებაში ადანაშაულებს,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როცა უპასუხა კითხვას - როგორ შეაფასებდა ეკა ბესელიას განცხადებას, რომლის თანახმად, დეპუტატი ამბობს, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელება სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფის ინტერესში შედიოდა.

    გვრიტიშვილის თქმით, ბესელიას ეს მოსაზრება ალოგიკური და სამწუხაროა.

    „უბრალოდ, სამარცხვინოა, როცა პარლამენტის მოქმედი წევრი სასამართლოს ხელისუფლებას ამგვარი ბინძური ქმედების განხორციელებაში ადანაშაულებს. არ ვიცი, ამის თქმის მიზანი რა არის, მას ჰკითხეთ. ჩვენს ინტერესში არავის დისკრედიტაცია არ შედის. პირიქით, ვისაც რაიმე ან პოლიტიკური მიზნები,ან რაიმე ინტერესი აქვს სასამართლოში გავლენის მოპოვების მიზნით, ყველა ჩვენ გვესხმის თავს და ყველა ჩვენ გვწამებს ცილს. ამიტომ, მუდმივად თავდაცვის რეჟიმში ვართ. აბსოლუტურად, ალოგიკურია ქალბატონი ეკას მოსაზრება, რომ ჩვენ თურმე ვიღაცის დისკრედიტაციას ვახდენთ", - განაცხადა გვრიტიშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×