სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.07.2019

     (რეზონანსი) ვიცე პრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ბესელიას განცხადებები მის პირად ცხოვრებაზე უკვე დამღლელია.

    მაია ცქიტიშვილი ეკა ბესელიას განცხადებას ეხმაურება, სადაც ბესელიამ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდიდან წასვლის წინ, „ქართული ოცნების წევრებმა განუცხადეს, რომ გუნდიდან წასვლის შემთხვევაში მასზე მორალური ტერორი მოხდებოდა.

    „ქალბატონი ეკა ბესელიასგან უკვე დამღლელია მის პირად ცხოვრებაზე და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე საუბარი და მუდმივად ამის დღის წესრიგში დაყენება. პირველი, რასაც აუცილებლად ვიტყვი, არის ის, რომ შესაბამისი პასუხი ამაზე გაეცა, მას ჰქონდა საუშალება გამოძიებისთვის მიეცა მის ხელთ არსებული ინფორმაცია, ყველაფერი დანარჩენი არის მორიგი მცდელობა, რომ იყოს ახალი ამბების დღის წესრიგში,- აღნიშნა ცქიტიშვილმა.

    ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა მას უთხრა, რომ თუ პარტიას დატოვებდა შეიძლებოდა მისი მორალური ტერორი გაგრძელებულიყო.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×