სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.07.2019

     (რეზონანსი) დანგრეული ინფრასტრუქტურა და შემცირებული ტურისტული ნაკადი - რა ხდება აფხაზეთში, რა გავლენას ახდენს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და როგორ ცხოვრობენ ქართველები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში.

    ქართველი გოგონა, რომელიც გაგრაში რესტორან „ნარტაში" მიმტანად მუშაობს, ჰყვება რა მდგომარეობაა აფხაზეთში ტურიზმის მიმართულებით.

    დეფაქტო ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით, 10 ივლისის მონაცემით ტურისტების რაოდენობამ 200 ათას გადააჭარბა.

    „ივნისის თვე ფაქტიურად ჩავარდნილი იყო, სახარბიელო მდგომარეობა არც ივლისში ჰქონდათ. ტურისტები აქ სულ არიან, მაგრამ როგორცადგილობრივები ჰყვებოდნენ, შარშან ივლისის თვეში სანაპიროები გადაჭედილი იყო. თუმცა ბოლო 10 დღეა რაც ხალხის ნაკადმა იმატა. ძირითადად რუსები და სომხები არიან, რუსები უფრო მეტი.

    ამბობენ, რომ ყირიმთან შედარებით აფხაზეთში ბევრად დაბალი ფასებია და აქური ზღვაც მოსწონთ. ერთადერთი რაზეც წუწუნებენ, ინფრასტრუქტურის არ ქონაა. სასმელი წყალი ბევ ადგილას გრაფიკითაა, სახლები, რომელსაც ქირაობენ, გაზქურები სამზარეულო ფაქტიურად გარეთ აქვთ, ასევე საპირაფრეშო. ეს უქმნით დისკომფორტს და როცა სახლს არჩევენ, ამაზე ხშირად წუწუნებენ.

    მე მიმტანი ვარ, ეს არის რესტორანი „ნარტაა" , სადაც ტრადიციულ აფხაზურ და მეგრულ კერძებს ამზადებენ. მე 2 თვეა რაც აქ ვმუშაობ, დღში 1000 რუბლს მიხდიან, საჭმელში ფული არ მეხარჯება და საცხოვრებლად ჩემს აფხაზ ნათსავებთან ვცხოვრობ.

    ზაფხული ძალიან მნიშვნელოვანი სეზონია აფხაზეთში მაცხოვრებელი ქართველებისთვის, რადგან ძირითადად ქართველები ვმუშაობთ რესტორნებში კაფეებში, სასტუმროებში. ოღონდ აქ ის პრინციპია, რომ სრული სეზონით გიღებენ სამსახურში, ანუ 10 დღით ან ერთი თვით არავინ აგიყვანს. გთავაზობენ, რომ სექტემბრის ბოლომდე იმუშაო.

    ამიტომ აფხაზეთში ქართველები ყოველ წელიწადს ველოდებით ზაფხულის სეზონს, რომ ცოტა სოლიდური თანხა შევაგროვოთ", - ამბობს „ნიუპოსტთან" 20 წლის ქართველ სტუდენტი ლანა.

    ნიუპოსტი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×