სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.07.2019

     ფინანსთა მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, 2021 წლიდან პენსია ინდექსაციის მეთოდით, ინფლაციის მაჩვენებელზე უფრო მაღალი ნიშნულით გაიზრდება. 

    "ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ინდექსირების მაღალი მაჩვენებელი იყოს. ის აუცილებლად უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ინფლაციის მაჩვენებლი და სწორედ ამ მაჩვენებლის შეთანხმების პროცესში ვართ, მათ შორის სავალუტო ფონდთან. სსფ–ის მისია დაგეგმილია მიმდინარე წლის ოქტომბრისთვის და მაგ პერიოდისთვის გვექნება შეთანხმებული მოდელი. 

    2020 წლიდან პენსიის ზრდა 20 ლარით მოხდება, 2021 წლიდან კი – ინდექსირების მეთოდით, ანუ კანონმდებლობით განსაზღვრული წესის მიხედვით და არა პოლიტიკური გადაწყვეტილებებით. ინდექსირება ყოველწლიურად მოხდება. 

    ინდექსირების კონკრეტულად, რა მაჩვენებელი იქნება, ამის შემუშავების პროცესში ვართ და ალბათ, მეოთხე კვარტლის დასაწყისში მეტი დეტალი გვეცოდინება ამ თემაზე", – განაცხადა გაგუამ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

    რაც შეეხება საპენსიო რეფორმის მესამე პილართან დაკავშირებულ კანონპროექტს, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მისი წარდგენა საკანონმდებლო ორგანოში წლის ბოლომდე იგეგმება. 

    (bm.ge)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
    ჩაწერა სახელი
    მერაბ   (22.07.2019)
    20 ლარი რაარის ეღადავებით ხალხს...

    status quo   (22.07.2019)
    არ გვინდა ამხელა პენსია,ვერ დავხარჯავთ.....

    lia   (22.07.2019)
    გცხვენოდეთ პენსიას 20 ლარით ზრდით ხოლო თქვენ შემოსავას რამდენიმე ათასით

    ????   (22.07.2019)
    ალბათ მოპარულიდან

    პეტრე   (22.07.2019)
    საქართველოში ფარული ეკონომიკა 65%-იაო, უთქვიათ საერთაშორისო ექსპერტებს, გამოდის რომ ბიუჯეტში მესამედი შედის, დანარჩენს იპარავს ხელისუფლება, ასეთ პირობებში პენსია როგორ უნდა გაიზარდოს???


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×