სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.07.2019

      პუბლიცისტი თამაზ ჭეიშვილი სოციალურ ქსელში ასეთი შინაარსის პოსტს აქვეყნებს :

    "ტელეეკრანიდან ლანძღვით რომ საქმე კეთდებოდეს,აქამდე ნორვეგიას გავუსწრებდით ცხოვრების დონით!

    ვისაც რა უნდა ის თქვას ნუგზარ ფოფხაძეზე და ჯულიეტა ვაშაყმაძეზე,მაგრამ მე ცხოვრების ბოლომდე მადლიერი ვიქნები ორივესი! ერთმა(ფოფხაძემ)ისე,რომ საერთოდ არ ვყავდი ნანახი და მხოლოდ ნაწერებით მიცნობდა მიმიწვია ტელევიზიაში(მაშინ ერთი ტელევიზია იყო,საქართველოს პირველი არხი და ნუგზარ ფოფხაძე ამ ტელევიზიის ,,თლა უფროსი,, გახლდათ!) და ახალგაზრდა კაცს ტელეჟურნალისტიკაში სრული კარდბლანში მიბოძა!მეორემ(ჯულიეტამ) სუპერპოპულარულმა და უნიჭიერესმა ტელეწამყვანმა ყოველგვარი წინა პირობის გარეშე გადმომცა ის მდიდარი ცოდნა და გამოცდილება, რაც გააჩნდა და ვიდრე იქ ვიყავი დასავით გვერდში მედგა და მპატრონობდა!განა ამის დავიწყება შეიძლება?

    ჯულიეტას ვაჟს კი ,გიორგი გაბუნის,რომელიც მაშინ დაბადებულიც არ იყო,ვურჩევდი დაბრუნდეს ხალვაშის ტელევიზიაში(როგორც ვიცი ბატონი ხალვაში არავის გაგდებას არ აპირებს) და ბოდიში მოუხადოს არა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს,არამედ ყველა იმ ქალბატონს,გოგონას და ბავშვს ვინც იმ დროს ტელეეკრანებს უყურებდა, როცა გაბუნიამ მამაკაცისთვის უაღრესად შეუფერებელი ქმედებები იკადრა!რაც მან გააჟეღერა ტელეეკრანიდან ,ეს იყო სილის გაწვნა არა მარტო ერისთვის ,საკუთარ მშობლებს და ოჯახს ეკუთვნოდა პირველ რიგში ალიყური!მე მის ადგილს,დავბრუნდებოდი,ბოდიშ მოვუხდიდი ტელემაყუტებელს და ვიდრე ახაალი მფობელები გამაბუნძულებდნენ ,ჩემი ნებით დავემშვიდობებოდი ,,ტელემოყვარესაც და მტერსაც,,!

    ეკრანიდან ლანძღივთ რომ საქმე კეთდებოდეს,აქამდე ნორვეგიას გავუსწრებდით ცხოვრების დონით... იმდენი ბილწი სიტყვები დააფრქვია გვარმია ,,მავანმა,, და ბევრმა სხვამ,,კიდო,,!

    საჯაროობა და პოპულარობა ნიშნავს სიდინჯეს,ღირსებას და უდიდეს პასუხისმგებლობას და არა ნარცისიზმს,თავაშვებულობას და ფანფარონობას!

    თამაზ ჭეიშვილი.ფიტავი.2019 წლის 21 ივლისი.

    წყარო: ალია

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ლინდა   (22.07.2019)
    მართალი ბრძანდებით ღრმად პატივცემულო თამაზ. სამარცხვინო და ყოვლად უკადრისი იყო მისგან ასეთი ბილწსიტყვაობის გაჟღერება. მან ძალიან დიდი დაღი დაასვა ამ გამორჩეულ ტელეარხს. მე როგორც ერთი მოქალაქე, რომელსაც გული შესტკივა საქართველოსთვის, ვაჟღერებ, რომ ასეთი ჟურნალისტების (როგორი ნიჭიერებიც არ იყვნენ) ადგილი არ არის ტლესივრჩეში!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×