სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.07.2019

      ირაკლი ოქრუაშვილსა და „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს შორის შეხვედრა შედგა, ჟურნალისტებმა ითხოვეს დრო, ცხადია საკითხი არისმნიშვნელოვანი და დელიკატური, ჩვენ ველოდებით მათ პასუხს, -ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობის "გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ანა რეხვიაშვილმა განაცხადა.

    რეხვიაშვილმა ირაკლი ოქრუაშვილისა და ჟურნალისტების შეხვედრა შეაფასა და განაცხადა, რომ მათ შორის, საკმაოდ საინტერესოდ და კეთილგანწყობილად წარიმართა საუბარი.

    "გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის 100 წილის პროცენტიანი რეალური მფლობელი ირაკლი ოქრუაშვილი შეხვდა ტელეკომპანიის ჟურნალისტებს. თქვენ იცით, რომ მან შესთავაზა ათიოდე ჟურნალისტს ტელეკომპანიის 80% წილის გადაცემა და მან არაერთხელ განაცხადა, რომ ეს არის ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ „რუსთავი 2" დარჩეს სახელმწიფოსგან დამოუკიდებელ ტელეკომპანიად. ასევე, განავითაროს ის სარედაქციო პოლიტიკა, რასაც წლების განმავლობაში მისი პროფესიონალი გუნდი კეთებს ამ ქვეყანაში, როგორც დემოკრატიისა და თავისუფლების გარანტი. შეხვედრა შედგა, ჟურნალისტებმა ითხოვეს დრო. ცხადია საკითხი არის მნიშვნელოვანი და დელიკატური, ეს არის პროცესი და ჩვენ ველოდებით მათ პასუხს", - განაცხადა რეხვიაშვილმა

    წყარო: ინტერპრესნიუსი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×