სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.07.2019

      ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც 2000 წლიდან 2007 წლამდე საჯარო მოხელე იყო და მაღალ სახელმწიფო თანამდებობებს იკავებდა, განაცხადა, რომ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა მისგან და მასთან აფელირებული პირებისგან 2005-2010 წლებში წლიური 10%-ით 7,7 მილიონი დოლარი ისესხა, რაც აისახა კიდეც 2010 წელს გაფორმებულ დოკუმენტში, რომელსაც ოქრუაშვილი ნამდვილს, ხალვაში კი გაყალბებულს უწოდებს. ამ ფაქტის საფუძველზე ყოფილი მაღალჩინოსანი „რუსთავი 2"-ის აქციების დაყადაღებას მოითხოვს და ამტკიცებს, რომ ტელევიზია არა ქიბარ ხალვაშს, არამედ მას ეკუთვნის.

    2005 წლამდე ერთი წლით ადრე ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს გენერალური პროკურორის რანგში დეკლარაციას ავსებს, რომლის თანახმად მაღალჩინოსანი ოფიციალურად ფლობს 22 ათას ლარად შეფასებულ ავტომანქანას, 123 ათას ლარად შეფასებულ ბინას თბილისში და 9 000 ლარად შეფასებულ ავეჯს. ეს ქონებრივი და ფინანსური დეკლარაცია ოქრუაშვილს 2004 წლის 30 აპრილს აქვს შევსებული.

    რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, იმავე დოკუმენტის თანახმად, ბანკ „რესპუბლიკაში" გახსნილ VISA da VISA Electron ბარათებზე 3519 დოლარი და 986 ლარი ჰქონდა. მის მეუღლეს ირინა გორდელაძეს კი ამავე ბანკის VISA ბარათზე 356 დოლარი ჰქონდა.

    ნაღდი ფულის სახით დეკლარაციაში ოქრუაშვილს 5280 დოლარი და 300 ლარი, მის მეუღლეს კი 11 300 დოლარი და 450 ლარი აქვს მითითებული. ასევე ოქრუაშვილის დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ ის შპს „ლონდონგეიტ საქართველოს" პარტნიორია.

    2004 წლის 20 თებერვალს ირაკლი ოქრუაშვილს საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ „რეფორმირებისა და განვითარების ფონდთან" ერთი წლის ვადით გრანტის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რომლის თანახმადაც კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ეფექტურად განხორციელებისთვის ის ყოველთვიურად 1200 დოლარს იღებდა, რამაც დეკლარაციის შევსების მომენტამდე მას მატერიალური შედეგის სახით 7079 ლარი მოუტანა.

    საანგარიშო წლის განმავლობაში ოქრუაშვილმა 3200 დოლარად ავტომობილი გაასხვისა, მისმა მეუღლემ კი 300 დოლარად ტელევიზორი შეიძინა. რაც შეეხება საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებულ ანაზღაურებას, სხვადასხვა პოზიციებზე ოქრუაშვილმა და მისმა მეუღლემ ერთად 32 403 ლარი გამოიმუშავეს.

    რაც შეეხება მიზნობრივი ხარჯების ანაზღაურებას, საანგარიშო პერიოდში ოქრუაშვილმა მივლინების თანხების სახით 6562 ლარი, მისმა მეუღლემ კი 1671 დოლარი და 780 ლარი მიიღო.

    ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი 2"-ის აქციების დაყადაღებას მოითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით მისმა უფლებადამცველებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართეს.

    ადვოკატი გიორგი ზედელაშვილი ამბობს, რომ 2010 წელს შედგენილი დოკუმენტის მიხედვით „რუსთავი 2"-ის 100%-იანი წილი ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის სახელით შეისყიდა, თუმცა კომპანიის დღევანდელი მფლობელი ამ დოკუმენტს არ აღიარებს და ამბობს, რომ ხელმოწერა გაყალბებულია.

    წყარო: მარშალპრეს

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ქეთი   (21.07.2019)
    ეს რა დებილია ,ეს საწყალი.ქვეყანაც რომ ჩალითაა დახურული ამდენი სიშტერის ბოდიალის უფლებას რომ აძლევენ.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×