რეზონანსი
21.07.2019

  ჰაკერებმა წარმატებით გატეხეს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ბაზა, რომლიდანაც მოპარულია 7.5 ტერაბაიტის მოცულობის უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია- 13 ივლისს FSB-ს კონტრაქტორის SYTECH-ის სერვერი 0v1ru$-ის სახელით გატეხეს ჰაკერებმა და რუსეთის უშიშროების უმნიშვნელოვანესი ფარული პროექტები გამოაქვეყნესინტერნეტში.

ჰაკერებმა მოპარული ფაილები ატვირთეს ტვიტერის ვებ გვერდზე , სადაც განმარტებულია ის , თუ რა გეგმებისთვის იყენებდა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ამა თუ იმ საიდუმლო ციფრულ პროგრამებსა და პროექტებს.

ფაილები ცხადყოფს , რომ SYTECH თანამშრომლობს FSB-სთან 2009 წლიდან და მუშაობდა სხვადასხვა საიდუმლო პროექტებზე, რომელთაგან თითოეულს თავისი უნივერსალური ფუნქცია გააჩნდა:

NAUTILUS- პროექტი , რომელიც გათვლილი იყო სოციალური მედიის: FACEBOOK, MYSPACE , LINKEDIN-ის მომხარებელთა შესახებ ინფორმაციის შეგროვებაზე

MENTOR-პროგრამა , რომელიც რუსული კომპანიების მიერ იმეილებით კომუნიკაციებს თვალყურს ადევნებდა და კონტროლზე ჰქონდა აყვანილი

TAX 3 -ესეც SYTECH-ის მიერ შექმნილი პროგრამაა , რომელიც საჭირო ინფორმაციებს ფლობდა და ინახავდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი სახელმწიფო მოხელეების, მოსამართლეების , ადგილობრვიი ადმინისტრაციის წარმომადგენლების და სახელმწიფო ITქსელების შესახებ.

ჰაკერების მიერ გავრცელებული ინფორმაცია აგრეთვე ცხადყოფს, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს მუდმივ კონტროლზე ჰყავდათ აყვანილი რუსი პენსიონერები და სტუდენტებიც , რომელთა შესახებაც აგროვებდნენ საჭირო ინფორმაციებს.

 

წყარო: ნიუპოსტი

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×