სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.07.2019

    რატომ დატოვა თინა ხიდაშელმა პოლიტიკა? ამ კითხვაზე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გადაცემაში “7 VS 1”  გულახდილად ისაუბრა. თინა ხიდაშელის თქმით, მისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა 2016 წლის არჩევნები, რომელმაც პოლიტიკოსი ემოციურად გაანადგურა.

    „შეხვედრებზე რომ დავდიოდი ზესტაფონში, თან, ალბათ, ესეც იყო, რომ თბილისში არ ვიყრიდი კენჭს და ეს იძლევა ხოლმე სხვაობას. ისეთი განცდა მქონდა, ადამიანები რომ მელაპარაკებოდნენ, ყველა მათგანი მელაპარაკებოდა, როგორც აი, მათ რომ ეგონათ, რაღაც სექსების ვიდეოს რომ უყურეს ტელევიზორში, ვითომ მეც რომ ვიყავი. აბსოლუტური კრეტინიზმი, მაგრამ ამ გადასახედიდან მელაპარაკებოდნენ და ემოციურად ამან უბრალოდ გამანადგურა“ - აღნიშნა ხიდაშელმა.

    ცნობისთვის: მაშინ ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი ფეიკ ვიდეო, სადაც თითქოს თინა ხიდაშელიც იყო აღბეჭდილი, თუმცა დადასტურდა, რომ რეალურად აღნიშნული ჩანაწერი ყალბია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×