სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.07.2019

     ვაშინგტონში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებენ. მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორის, კურტ ვოლკერის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი არის ერთი ტელევიზიის საკუთრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს.

    „ვფიქრობ, რომ ყველამ, მთავრობამაც და ოპოზიციამაც, პატივი უნდა სცეს კანონის უზენაესობის პრინციპის. მედიის გამოხატვისა და არჩევანის თავისუფლება საქართველოში გადამწყვეტია ქართული დემოკრატიისთვის. შეუძლებელია გქონდეს თავისუფალი ქვეყანა და დემოკრატია, თუ პატივს არ სცემ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

    დიახ, ეს არის გადაწყვეტილება ერთი ტელევიზიის საკუთრების შესახებ და დაცული უნდა იყოს კანონის უზენაესობა და სასამართლო გადაწყვეტილებას უნდა მიეცეს აღსრულების შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, აუცილებელია არსებობდეს გამოხატვის თავისუფლება და თავისუფალი მედია საქართველოში.

    თუ ხსენებული ტელეკომპანია შეიცვლება, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში აღარ იქნება თავისუფალი მედია ან ვერ იარსებებს გამოხატვის თავისუფლება“, - აცხადებს კურტ ვოლკერი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×