სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.07.2019

     ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღებად საჭირო ასაკი შესაძლოა, შეიცვალოს.

    ამის შესახებ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების კანონპროექტშია აღნიშნული.

    პროექტი, რომლის ავტორიც შინაგან საქმეთა სამინისტროა, პარლამენტში უკვე წარდგენილია. ცვლილებების მიხედვით, საუბარია A1 ქვეკატეგორიისა (მოტოციკლი) და B კატეგორიის (მსუბუქი ავტომობილი) მართვის მოწმობებზე. შესაბამისად, თუ აქამდე ამ კატეგორიებზე მართვის უფლება პირი 17 წლიდან იღებდა, ცვლილების შედეგად ეს ასაკი 18 წელი გახდება.

    „ევროკავშირის წევრი 28 სახელმწიფოდან დიდ უმრავლესობაში B კატეგორიის მართვის მოწმობის უფლების მინიჭება ხდება 18 წლიდან. იმ ქვეყნებში, სადაც აღნიშნული კატეგორიებისთვის მინიმალური ასაკი არის 17 წელი, საგზაო უსაფრთხოების ნორმები გაცილებით მაღალ დონეზეა, ვიდრე ამ ეტაპზე საქართველოში. აღნიშნული ცვლილებაც ემსახურება საგზაო უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებას“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    Svani   (20.07.2019)
    Mivesalmebi am cvlilebas. dgesdgeisibit uamravi avtisagzao shemtxvevebi xdeba gansakutrebit dabali asakis mzgolebidan gamomdinaree.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×