სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.07.2019

    “ეს ვერდიქტი არის კონკრეტულად ნიკა გვარამიას წინააღმდეგ “– განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, სტრასბურგის სასამართლოს მიერ, “რუსთავი2”-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

    მინისტრის თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტიტილებაში არის ცალკეული პარაგრაფები, რომელიც პიროვნულად ნიკა გვარამიას და მის სატელევიზიო გამონათქვამებს ეძღვნება.

    “სტრასბურგის სასამართლოს მიერ განხილულია და შეფასებულია მისი ჩართვები, პრესკონფერენციები და გამონათქვამები, როგორებიცაა: ზონდერ მოსამართლე, დაქირავებული ზონდერი, გოიმი, მანქურთი, მანტიაში გახვეული მოღალატე, კრიმინალი, სამარცხვინო, მონა, ჯიბის მოსამართლე და ა.შ. ეს ყველაფერი სტრასბურგის მიერ არის განხილული დაწვრილებით და გაკეთებულია დასკვნა, პირდაპირ წერია, რომ ეს ადამიანი გასული იყო დაშვებული კრიტიკის ზღვარს მიღმა და მიზნად ისახავდა ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაციას, ეს წერია პირდაპირ, შავით თეთრზე, ამიტომ ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ვერდიქტი, გენ.დირექტორის შესახებ” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×