სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.07.2019

     (რეზონანსი) „მომჩივანები ჩიოდნენ, რომ მოსამართლე თ.უ-ს (თამაზ ურთმელიძე) მიერ მიღებული სხვადასხვა პროცედურული გადაწყვეტილებები და ასევე ის სისწრაფე, რომლითაც ამ საქმის შესწავლა მოხდა, მიუთითებდა იმაზე, რომ მოსამართლე მიკერძოებული იყო მათ წინააღმდეგ, თუმცა, სასამართლო იმეორებს, რომ ერთი მხარისთვის არახელსაყრელი რიგი პროცედურული გადაწყვეტილებებისა, არ შეიძლება ამ მხარემ გამოიყენოს, როგორც სასამართლოს მიკერძოებულობის ქმედით მტკიცებულებად", - ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით.

    „ამგვარად, მოსამართლე თ.უ-ს მხრიდან რაიმე კონკრეტული წინასწარი განწყობის ნიშნები არ დგინდება იმ სხვადასხვა პროცედურულ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, რომლითაც მომჩივნები უკმაყოფილონი არიან.

    სასამართლო ასკვნის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ერთ-მოსამართლიან შემადგენლობაზე, რომელმაც განიხილა საკუთრების დავა, შეუძლებელია იმის თქმა, რომ მას აკლდა დამოუკიდებლობა ან მიუკერძოებლობა. შესაბამისად, ამ ნაწილში, ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას", - ვკითხულობთ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში.

    იქვე აღნიშნულია, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ამ სამართალწარმოებასთან მთავრობასა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს შორის კავშირს, უზრუნველყოფის ღონისძიების პროცედურას კი არ ჰქონია რაიმე არამართლზომიერი მიზანი;

    „არაფერი იწვევდა მართლზომიერ ეჭვებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის - ნინო გვენეტაძის, ან მოსამართლეების - თამაზ ურთემლიძისა და მზია თოდუას დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

    ძირითად სამართალწარმოებასთან (საკუთრების დავა) მიმართებით მომჩივნების საჩივრებთან დაკავშირებით მთავრობამ 2018 წლის 28 მარტსა და 15 სექტემბერს წარადგინა შემდეგი არგუმენტები:

    მომჩივანთა განცხადებებით არ დგინდება დასახელებულ მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრობლემა. მომჩივნები თავად იყენებდნენ აშკარად დაუსაბუთებელ ბრალდებებს არაერთი მოსამართლის წინააღმდეგ, რათა ჯერ შეელახათ მათი რეპუტაცია და შემდგომ, უკვე ამგვარად მომზადებული საფუძვლებით მათი აცილება მოეთხოვათ", - ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

    სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნების მეორე ბრალდება მოსამართლე თ.უ-ს (თამაზ ურთმელიძე) წინააღმდეგ, რომ მასზე მოახდინეს გავლენა, საკუთრების შესახებ დავის შესწავლის დროს, დედამისის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესის წამოწყებით - ასევე დაუსაბუთებელია.

    „ამასთან დაკავშირებით, მომჩივნის ერთადერთი არგუმენტი იყო ის, რომ მოსამართლის დედის მიერ სისხლის სამართლის ქმედების განხორციელების თარიღსა (2014 წლის 7 იანვარი) და მის წინააღმდეგ ბრალდების წაყენების თარიღს (2015 წლის 24 სექტემბერი) შორის დაყოვნება საეჭვო იყო და შესაბამისად მიუთითებდა იმ ფაქტზე, რომ სისხლის სამართლის პროცესი განახლდა მას შემდეგ, რაც საკუთრების შესახებ დავა დაევალა მოსამართლე თ.უ.-ს. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ პროკურატურამ ადგილობრივ დონეზე და მთავრობამაც, კონვენციის საქმის წარმოების დროს, წარმოადგინა დასაბუთებული განმარტება ამ გარემოებებთან დაკავშირებით. ამგვარად, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, ბრალდებულის, კერძოდ მოსამართლე თ.უ.-ს დედის უფროსი ასაკისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე ადგილობრივი კანონმდებლობით გასაჩივრებული დანაშაულის ნაკლებ სერიოზული ხასიათიდან გამომდინარე (სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლი), პროკურატურამ, კარგად დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, მას მისცა დრო დანაშაულის მსხვერპლთან შესარიგებლად, კერძოდ მის სიძესთან. ასეთი შემარიგებელი პრაქტიკის არსებობა დასტურდება პროკურატურის სტატისტიკური მონაცემებით, რომელიც ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის ქვეშ ჩადენილი დანაშაულებათა საქმის წარმოებას 2014-15 წლებში. პროკურატურამ მხოლოდ მას შემდეგ წაუყენა ბრალდებები სამართალდამრღვევს, რაც შერიგების ყველა შესაძლებლობა ამოიწურა.

    ამგვარად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის ჩათვლით წაყენებული ბრალდება მოსამართლე თ.უ.-ს დედის სისხლის სამართლებრივ დევნასა და საკუთრების დავის შესწავლას შორის სავარაუდო კავშირზე უარყოფილი უნდა იყოს, რამდენადაც უსაფუძვლოა.

    რაც შეეხება მეორე, მომჩივანების საჩივრებს მოსამართლე თ.უ.-ს მეუღლის მიერ გამოქვეყნებულ Facebook პოსტებთან დაკავშირებით, არასოდეს არ ყოფილა დავის საგანი მხარეებს შორის, რომ სამი შესაბამისი პოსტი, რომლებიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა 2015 წლის 7 ივლისს, 13 აგვისტოსა და 2 ოქტომბერს, იყო მოსამართლის მეუღლის ავტორობით. შესაბამისად, სასამართლოს ამოცანაა დაადგინოს, მოახდინა თუ არა ოჯახის ახლო წევრის ამ კონკრეტულმა ქმედებამ გავლენა მოსამართლის მიერ საკუთარი სასამართლო ფუნქციების შესრულებაზე.

    სასამართლო იმეორებს, ზემოხსენებულ ზოგად პრინციპებზე მითითებით, რომ სასამართლო ფუნქციის ლეგიტიმურობა დამოკიდებულია საზოგადოებრივ ნდობაზე. საზოგადოებრივი ნდობა, თავის მხრივ, ემყარება, სხვათა შორის, მოსამართლის ინსტიტუციურ და ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას და მის მიუკერძოებლობას, ეს უკანასკნელი წარმოადგენს გადამწყვეტ თვისებას მოსამართლისთვის. მიუკერძოებლობა უნდა არსებობდეს როგორც ფაქტი (სუბიექტური ტესტი) და როგორც გონივრული გამოვლინება (ობიექტური ტესტი).

    ზემოთ ხსენებული სუბიექტური ტესტის მიხედვით, საქმე ეხება იმ მოსამართლის პირად განსჯადობასა და ქცევას, რომლის მიუკერძოებლობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სასამართლო მიიჩნევს, რომ პრინციპის ამბავია, რომ მოსამართლემ უნდა განიხილოს საკუთარი თავის დიკსვალიფიკაცია პროცესიდან, თუკი ამ მოსამართლემ გააკეთა საჯარო განცხადებები საქმის შედეგებთან დაკავშირებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსამართლე თ.უ-ს არანაირი მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. რამდენადაც, სადავო Facebook-ის პოსტები დაწერა არა მოსამართლემ, არამედ მისმა მეუღლემ, უნდა გამოვიყენოთ ობიექტური ტესტი. იბადება ორი ურთიერთდაკავშირებული კითხვა: (I) იყო თუ არა ეს განცხადებები იმ ხასიათის მატარებელი, რომ წამოეყენებინა ობიექტურად გამართლებადი შეშფოთებები რუსთავი 2-ის წილის საკუთრების დავის სასამართლო განხილვის მიუკერძოებლობაზე და (ii) შეიძლება თუ არა ითქვას, რომ მოსამართლე თ.უ-ს ცოლის მიერ გამოქვეყნებული განცხადებები უკავშირდება უშუალოდ მოსამართლეს.

    რაც შეეხება პირველ შეკითხვას, სადავო საჯარო განცხადებების ხასიათთან დაკავშირებით, სასამართლო აღიარებს, რომ ეს განცხადებები წარმოაჩენდა პოსტების ავტორის უარყოფით შეხედულებას რუსთავი -2ის, როგორც ტელეარხისა და მისი გენერალური დირექტორის მიმართ პერსონალურად, თუმცა არცერთი ამ ორიდან არ წარმოადგენს საკუთრების დავის რეალურ მხარეს. მოსამართლის ცოლს არანაირი სახით არ გაუკეთებია კომენტარი მიმდინარე საკუთრების დავის საბოლოო შედეგზე. არცერთი Facebook პოსტი, მათ შორის პოსტი, რომელიც წინ უსწრებდა საკუთრების დავის მოსამართლე თ.უ-სთვის გადაცემას, არ აღიქმება, როგორც შთაბეჭდილების შექმნა, თითქოს მოსამართლის მეუღლე ცდილობდა ქმრის სასამართლო თანამდებობის ექსპლუატაციას ან მასზე გავლენის მოხდენას.

    რაც შეეხება მეორე შეკითხვას, მოსამართლე აღნიშნავს, რომ „მოსამართლეთა ქცევის ბანგალორის პრინციპების" მიხედვით, მოსამართლემ არ უნდა მისცეს მის ოჯახურ, სოციალურ თუ სხვა ურთიერთობებს უფლება, გავლენა მოახდინონ მის სასამართლო ქცევაზე".

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×