სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.07.2019

     (რეზონანსი) დღესვე ვაპირებ „რუსთავი 2"-ში მისვლას და ვიმედოვნებ, თანამშრომლებთან ურთიერთობა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართება, - ამის შესახებ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" წერს.

    მისი თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებმა საკუთარი პროფესიული საქმიანობა განაგრძონ მშვიდად და თავისუფლად, „რუსთავი 2"-მა კი ჩვეულ რეჟიმში იმაუწყებლოს.

    „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის პარტნიორთა გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია აღარ არის ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი და დირექტორის თანამდებობაზე დავინიშნე მე. ეს აქტი დარეგისტრირებულია ოფიციალურად. ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებმა საკუთარი პროფესიული საქმიანობა განაგრძონ მშვიდად და თავისუფლად, „რუსთავი 2"-მა კი ჩვეულ რეჟიმში იმაუწყებლოს.

    ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომპანიამ შეუფერხებლად განაგრძოს ფინანსურ-ეკონომიკური საქმიანობაც. ამის უზრუნველსაყოფად, პირველ რიგში, მე დღესვე დავუკავშირდები ტელეკომპანიის მენეჯმენტს და მათთან ერთად ვგეგმავ, ცივილურ რეჟიმში დავიწყო ტელეკომპანიაში არსებული ფინანსური ვითარების გაცნობა და პასუხისმგებლობების გადმობარების პროცესი.

    როგორც არხის მეპატრონემ განაცხადა, ჟურნალისტების საქმიანობას არავითარი პრობლემა და შეზღუდვა არ ექნება. მე დღესვე ვაპირებ კომპანიაში მისვლას და ვიმედოვნებ, რომ თანამშრომლებთან ურთიერთობა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართება", - წერს პაატა სალია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×