სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.07.2019

     (რეზონანსი) უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის ერთადერთი მარჩენალი გუშინ მშენებლობაზე გარდაიცვალა. 16 წლის გიორგი ბეშკენაძის ოჯახს „კურიერის" ჟურნალისტი ესაუბრა. მათი თქმით, ძალიან უჭირდათ და 16 წლის მოზარდი ოჯახს არჩენდა. მათი თქმით, ტრაგედიის შემდეგ არ დაჰკავშირებიათ იმ კომპანიის წარმომადგენლები, სადაც მოზარდი მუშაობდა.

    „მამა არ ჰყავს, უფროსი შვილი გარდაცვლილი მყავს, ვიცოდი, რომ სამუშაოდ მიდიოდა, მაგრამ სად მიდიოდა, არ ვიცოდი," - ამბობს გარდაცვლილის დედა.

    გარდაცვლილის და ამბობს, რომ უმძიმეს პირობებში უწევდათ ცხოვრება, რის გამოც, 16 წლის ბიჭმა თბილისში წამოსვლა და მუშაობა გადაწყვიტა.

    „ოჯახის გამო, შიმშილის გამო, რომ არაფერი ჰქონდა და ყველაფერი აკლდა, იმის გამო, გადაწყვიტა, რომ ემუშავა და თავის თავზე აეღო ოჯახზე პასუხისმგებლობა. ხან მეუბნებოდა, კაზინოში ვმუშაობ, ხან მეუბნებოდა, დაცვაში ვმუშაობო, ხან მაღაზიაში გამყიდველად ვარო, არ გვეუბნებოდა, რომ მშენებლობაზე მუშაობდა," - აცხადებს გარდაცვლილის და.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×