რეზონანსი
17.07.2019

 

,, ქა­ლაქ­ში ბავ­შვე­ბის ჩუმი სიკ­ვდი­ლია! და მას უცო­დი­ნრო­ბა ჰქვია!" - დაწერა ფეისბუქში თეონა წურწუმიამ. საქმე ეხება რწყილებისთვის განკუთვნილ ,,ბარსს", რომელსაც დედები ტილებისთვის ხმარობენ და არ იციან, რომ შეიძლება ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდეს.

ზოო-ინ­ვენ­ტა­რი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის იმ­პორ­ტი­ორ მსხვილ კომ­პა­ნი­ა­ში ამბები.ჯი-ს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ „ბარ­სი­ზე" მო­თხოვ­ნა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, კომ­პა­ნი­ას მი­მარ­თა­ვენ ისე­თი მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც, რო­მელ­თაც პრე­პა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა ადა­მი­ან­ზე სურთ.

-ეს პრე­პა­რა­ტი ჩვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას შე­მო­აქვს და მო­თხოვ­ნა ნელ-ნელა გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ თუ ვინ­მე პირ­და­პირ გვე­უბ­ნე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნის­თვის, ბავ­შვის­თვის მი­აქვს, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ ვა­ტანთ და ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბით, რომ არ შე­იძ­ლე­ბა. თუმ­ცა თუ მომ­ხმა­რე­ბელს „ბარ­სი" ისე მი­აქვს, რომ მისი მოხ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ საქ­მის კურ­სში არ ჩაგ­ვა­ყე­ნა, ჩვენ არაფ­რის გა­კე­თე­ბა არ შეგ­ვიძ­ლია.

ყო­ველ­თვის ვე­უბ­ნე­ბით შე­ზღუდ­ვე­ბის შე­სა­ხებ, რომ მისი გა­მო­ყე­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, როცა ცხო­ვე­ლი არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. პრე­პა­რა­ტი ორ­გა­ნიზ­მში შე­დის სი­თხის სა­ხით და კლავს პა­რა­ზი­ტებს, ამი­ტომ მისი ადა­მი­ან­ზე გა­მო­ყე­ნე­ბა ნამ­დვი­ლად საფრ­თხის­შემ­ცვე­ლია, - გან­მარ­ტეს ვე­ტაფ­თი­აქ­ში.

მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ინგა მა­მუ­ჩიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ყო­ველ­დღი­უ­რად ათო­ბით ბავ­შვთან აქვს შე­ხე­ბა, ამბები.ჯი-ს რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ უამ­ბობს, რო­მე­ლიც „ბარ­სის" გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გად დად­გა:

-7 წლის ბი­ჭის შემ­თხვე­ვა მი­ვი­და ანა­ფი­ლაქ­სი­ურ შო­კამ­დე, რო­მე­ლიც იყო უძ­ლი­ე­რე­სი ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია. რო­გორც კი და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ ბავ­შვი შე­შუპ­და და ძი­ლი­ა­ნო­ბა სჭირ­და და გან­მი­მარ­ტეს, რომ 15 წუ­თით ადრე „ბარ­სი" წა­უს­ვეს, მო­მენ­ტა­ლუ­რად გა­და­ვაყ­ვა­ნი­ნე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

პა­ცი­ენ­ტმა ძლივს მი­ას­წრო კლი­ნი­კამ­დე, რად­გან შე­იძ­ლე­ბო­და შემ­თხვე­ვა ლე­ტა­ლუ­რად დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ასე­თი ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია ბავ­შვს წას­მი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 15 წუთ­ში გა­ნუ­ვი­თარ­და, - იხ­სე­ნებს ინგა მა­მუ­ჩიშ­ვი­ლი. მი­სი­ვე თქმით, კი­დევ ერთ შემ­თხვე­ვა­ში, 5 წლის გო­გო­ნას „ბარ­სის" წას­მის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ბუ­დობ­რი­ვი თმის ცვე­ნა და­ე­წყო:

-გო­გო­ნას თმის გამ­ყოფ ხაზ­ში ანუ კან­ზე, სა­დაც „ბარ­სი" და­ას­ხეს, და­ე­წყო თმის ბუ­დობ­რი­ვი ცვე­ნა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, არ­ც ერ­თი შემ­თხვე­ვა არ დას­რულ­და ლე­ტა­ლუ­რად, რად­გან დრო­უ­ლად მი­მარ­თეს ექიმს, მშობ­ლებ­მა ბავ­შვებს შე­ამ­ჩნი­ეს უჩ­ვე­უ­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა. შე­ამ­ჩნი­ეს, რომ ყუ­რე­ბის არე­ებ­ში ბავ­შვს და­ე­წყო შე­შუ­პე­ბა. არ­სე­ბობს ასე­თი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გან­ვი­თა­რე­ბა­დი ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი. პრე­პა­რა­ტი ორ­გა­ნიზ­მში ძა­ლი­ან სწრა­ფად იწო­ვე­ბა, მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი გა­და­დის სის­ხლში და გან­სა­კუთ­რე­ბით კი, პრე­პა­რატ­ში არ­სე­ბუ­ლი შე­და­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ფიპ­რო­ნი­ლი იწ­ვევს ასეთ რე­აქ­ცი­ებს, - გან­მარ­ტა პე­დი­ატრმა.

ინგა მა­მუ­ჩიშ­ვი­ლის თქმით, პრე­პა­რა­ტის ნე­ბის­მი­ე­რი ოდე­ნო­ბით ბავ­შვზე გა­მო­ყე­ნე­ბა არის და­უშ­ვე­ბე­ლი.

 წყარო: სარკენიუსი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×