სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.07.2019

      იაპონელი ხალხი ამბობს, რომ სუმო სპორტი არ არის, სუმო ტრადიციაა, სადაც ღმერთკაცები ერთმანეთს ეჯახებიან.

    ასეთი ღმერთკაცი საქართველოდან უკვე 14 წელია იაპონიაში ცხოვრობს და მისი დამსახურებით იაპონელებმა საქართველო კარგად გაიცნეს და შეიყვარეს.

    სუმოს სიმბოლოებზე, მნიშვნელობასა და იაპონიაში ცხოვრებაზე ქართველი ტოჩინოშინის ინტერვიუ The Movement TV -მ გამოაქვეყნა.

    „იაპონელები სუმოისტებს აღიქვამენ როგორც ღმერთებს, რომ შეეხებიან ასე ჰქონიათ რომ ძალა ემატებათ. მათ ასეთი წარმოდგენა აქვთ. მაგალითად ქალები როცა ფეხმძიმედ არიან, მეუბნებიან: თუ შეიძლება მუცელზე დამადეთ ხელი, რომ ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოს", - ამბობს ტოჩინოშინი.

    როგორც ის ყვება, თავდაპირველად იაპონიაში ცხოვრების დროს ენის შესწავლა გაუჭირდა. პედაგოგი ქართველი გოგო იყო.

    „ისე მენატრებოდა ქართული ენა, იაპონური კი არა, როგორც კი მოვიდოდა მასწავლებელი, ვცდილობდი ბევრი მელაპარაკა ქართულად", - ამბობს ოძეკი.

    „კაცს თუ მოთმინების უნარი და გამძლეობა არ გაქვს, სუმოისტი ვერ იქნები. საკუთარ თავს უნდა ებრძოლო, რომ მოიპოვო ის სულიერი ძალა, რომ დარჩე სუმოში და გაუძლო სუმოისტის ცხოვრებას", - დასძენს ქართველი.

    ლევან გორგაძემ მის ვარცხნილობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ თუ ვარცხნილობა არ გაქვს სუმოისტი ვერ იქნები.

    მისი განმარტებით, სტილისტები ფარშევაგისნაირ ვარცხნილობას იმიტომ აკეთებენ, რომ მეტოქესთან შეჯახების შედეგად თავი არ დაზიანდეს.

    რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, საქართველოს სიყვარული ყოველთვის მექნება. აქტიურ სპორტს რომ დავანებებ თავს, ვფიქრობ, რომ საქართველოში დავბრუნდები", - ამბობს ტოჩინოშინი.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×