სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.07.2019

     „გავრილოვის ღამეს“ დაზარალებული თეა მესხიშვილი, რომლისთვის დამიზნებით სროლის ბრალდებითაც გუშინ სპეცრაზმელი დააკავეს, აცხადებს, რომ აუცილებელია იგი დაისაჯოს:

    "ავირბინე კიბეები და სპეცრაზმელებს დავუდექი წინ და ვეუბნები, ოჯახები ხომ გყავთ, საკუთარ ხალხს ესე როგორ ექცევით, სირცხვილია-მეთქი. მომიტრიალდა და ხელით მანიშნა, რომ გადიო. იმდენად ვიყავი გაბრაზებული, რატომ გავიდე-მეთქი, რომ არ გავიდე, მესვრი-თქო? და წამებში მოხდა ყველაფერი, გადატენა, მომიბრუნდა და დამიზნებით მესროლა. ჩემმა ქირურგმა მითხრა, რომ ეს არ იყო რეზინის ტყვია, ეს იყო პლასტმასი ჩვეულებრივი, ლეტალური. სასწრაფო ოპერაცია ჩატარდა, 9 ტყვია ამოიღეს ბარძაყიდან", - განაცხადა თეა მესხიშვილმა.

    სპეცრაზმელი გუშინ დააკავეს, პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად მიმართული ღონისძიებების განხორციელებისას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა, იარაღის გამოყენებით, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    დათუნია   (17.07.2019)
    ოდითგანვე უამრავი მანიაკი და სადისტია ამ ძალოვან სტრუქტურებში შეფარებული და კაციშვილი არაა პატრონი

    წიწაკა   (17.07.2019)
    სპეცრაზმელი დაისჯება მაგრამ, თქვენ სიმართლეშიდაც ეჭვი მეპარება. ქალების იარაღი წყევლაა, კაცების გინება და .....

    ????   (17.07.2019)
    თეთრი მანდილი უნდა ჩაგეგდოთ თქვენსა და სპეცრაზმელს შორის, უკეთესი იქნებოდა. მგონი მართალს არ ამბობთ, ალბათ გამოიწვიეთ.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×