სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.07.2019

     თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მუშა, 16 წლის გიორგი ბეშკენაძეა. არასრულწლოვანი დედასთან ერთად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანიდანაა, რომელიც სოფელ აფენის თემში შედის. აფენში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, გია გაფრინდაშვილის ინფორმაციით, ბეშკენაძეები ხელმოკლედ ცხოვრობდნენ.

    „კარგა ხანს ეხმარებოდა მუნიციპალიტეტიცა და წითელი ჯვარიც. ბოლო ერთი წელია, ხშირად იმყოფებოდნენ მეზობელ სოფელ ლელიანში ბიძასთან“ - თქვა გაფრინდაშვილმა.

    რამდენიმე წლის წინ, ბეშკენაძეებს თავს ტრაგედია დაატყდა. გაურკვეველი მიზეზით თავი მოიკლა გარდაცვლილის უფროსმა ძმამ. ოჯახის მამა შვილზე დარდს ვერ გაუმკლავდა და შვილის საფლავზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

    გიორგი ბეშკენაძე მშობლიურ სოფელში ჯერ არ ჩაუსვენებიათ.

    პრაიმტაიმი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×