სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.07.2019

     (რეზონანსი) დეკანოზი ილია ჭიღლაძე ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

    "ბატონო პრეზიდენტო, ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, მინდა პასუხი გაგცეთ თქვენს დღევნდელ განცხადებაზე: სამწუხაროდ, ძალიან ცუდად იცით ისტორია, ან განზრახ ცრუობთ: 1774 წელს რუსეთის იმპერიას შეუერთდა ოსეთი, მაგრამ ეს იყო დღევანდელი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა. იმ პერიოდში არავითარი სამხრეთ ოსეთი არ არსებულა, იმ ტერიტორიას, რასაც თქვენ, კოლონიზატორმა რუსებმა "სამხრეთ ოსეთი" უწოდეთ, საქართველოს გულის გული "შიდა ქართლი" გახლავთ, ქართული კულტურის უძველესი კერა. არავითარი ორი ოსეთი არ არსებულა ბუნებაში, ოსური დიასპორა მე-17 საუკუნეში გადმოლახავს კავკასიონის წყალგამყოფ ქედს და სახლდება ქართველთა სამეფოს მიწაზე, ჯავაში. ხოლო ცხინვალში მეოცე საუკუნის დასაწყისშიც კი, ერთი ოსური ოჯახიც არ იყო, იქ ცხოვრობდნენ მხოლოდ ქართველები, ასევე სომხები და ებრაელები. ცხინვალის გაოსება ბოლშევიკური რუსეთის დამსახურებაა. მოკლედ, რომ გითხრათ: ცხინვალის რეგიონი 1801 წელს რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს დაპყობის დროს, ქართლ-კახეთის სამეფოს ისეთივე ნაწილი იყო, როგორც თბილისი, გორი, მცხეთა და თელავი.

    რაც შეეხება აფხაზეთს: დიახ, 1810 წელს, როდესაც რუსეთის იმპერიამ აფხაზეთი შეიერთა, ის იყო თვითმმართველი სამთავრო, ოსმალეთის იმპერიის ვასალი. თუმცა ეს საქართველოს პროვინციულ სამეფო-სამთავროებად დაშლილობის და დასავლეთ და სამხრეთ საქართველოში ოსმალური ოკუპაციის შედეგი იყო და არა იმის, რომ აფხაზეთი საქართველო არ არის. განა რუსეთი არ იყო წვრილ-წვრილ დამოუკიდებელ სამთავროებად დაშლილი მე-15 საუკუნემდე? ეს განა გასაკვირია თქვენი ისტორიის მქონე ერისათვის?! აფხაზეთი ქართული კულტურის აკვანი და სახელმწიფოებრიობის აკვანია. აფხაზეთის მეფის წოდებით იწყებოდა წმ. დავით აღმაშენებლის და წმ. თამარ მეფის ოფიციალური ტიტულატურა.

    თქვენი პოლიტიკურ-იმპერიალისტური ამბიცია და გაუნათლებლობა ისტორიის საკითხებში საცნაურია ჩვენთვის, ხოლო თქვენთვის საცნაური უნდა გახდეს ის, რომ ქართველი ერი არასოდეს გაპატიებთ მისი ტერიტორიული საზღვრების ხელყოფას, ქართული მიწების ოკუპაციას. დაიმახსოვრეთ: თქვენ ვერ გაგიწევენ სათანადო დახმარებას თქვენი მონა-მსახური კოლაბორაციონისტი და გამყიდველი ქართველები, ისინი ერის დამპალი, მორალურად გაკოტრებული უმცირესობაა, რომელთა მდგომარეობა ძალიან მყიფეა! საქართველომ თავისი მრავალ ათასწლოვანი ისტორიის მანძილზე უამრავი მტერი მოინელა, მათ შორის მსოფლიო ტირანები მურვან ყრუ, ალაფარსლანი, ჯალალ ედ-დინი, თემურ-ლენგი, შაჰ-აბას I, და თქვენც მოგინელებთ!"- წერს დეკანოზი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (6)
    ჩაწერა სახელი
    პასუხი ლინდას.   (17.07.2019)
    ხო ეგრე იყებეთ და საქართველოს რამე ეშველება. შენ ხარ ბულის გულისთვის ნაცების ამლოკველი მარა თქვენნაირები არასოდეს მოვლენ დაიმახსოვრეთ ეგ. თქვენნაირების გულისთვის ვკარგავთ ყველაბერს. მარა თქვენი დროც მივა.

    status quo   (17.07.2019)
    ძირს რუსეთის დამპალი იმპერია.მოვა დრო და რუსეთი დაიშლება.

    ლინდა   (17.07.2019)
    მადლობა ღმერთს! რომ თქვენი სახით საპატრიარქოში ჯერ კიდევ მოიძებნება ქვეყნისათვის თავდადებული ადამიანები. ღმერთმა დაგლოცოთ და დიდი ძალა მოგცეთ, რომ გაუმკლავდეთ ყველა იმ წინაღობას, რასაც პატრიოტების წინააღმდეგ ახდენენ ეს ბოგანოები - გამოკვეთილი მტრები . ერთ-ერთი კომენტატორი "ოი", თურმე გირჩევთ, ლაპარაკის მაგიივრად ილოცეთო და კიდევ რაღაცას ბოდიალობს. მე მინდა თქვენს მაგივრად გავცე პასუხი, შე უბედურ დღეზე გაჩენილო, მართლა კარგი სახელი მოგიფიქრებია ოი, მართლა ოი და უი ხარ, ერთი რეგვენი, უსამშობლო, გახრწნილი სულის ადამიანი, რომელსაც ყველაფერი ფეხებზე კიდია და ფულის გულისთვის დედასაც გაყიდის და ცოლ-შვილსაც. ჩვენდა საბედნიეროდ ასეთი ამორალური ადამიანები ცოტანი არიან, და მთელი საქართველოს ძალისხმევით, დარწმუნებული ვარ, მალე გადაშენდებიან!!!

    ოი   (16.07.2019)
    ვაი და უი მართლა. საქართველოში შემოსევაა ეშმაკებით მართლა. მაგდენ ლაპარაკს ჯობიათ ილოცოთ.

    დათუნია   (16.07.2019)
    რუსეთის იმპერიაც დაიშლება, ისტორიული კანონზომიერებაა, დედა შვილს არ აიყვანს ისეთი ამბები ელით

    ere   (16.07.2019)
    vai shens patrons


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×