სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.07.2019

     (რეზონანსი) თბილისში, ისნის რაიონში, დოლაბაურის ქუჩაზე არსებულ სამშენებლო ობიექტზე გარდაცვლილი მამაკაცი სავარაუდოდ არასრულწლოვანია.

    საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვთ, თუმცა დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაღუპული 16 წლისაა.

    როგორც მან საქართველოს პირველ არხს განუცხადა, გარდაცვლილის ასაკის დადგენის მიზნით, მათ კომპანიისგან დასაქმებულთან ხელშეკრულება გამოითხოვეს, თუმცა ჯერ არ მიუღიათ.

    ამასთან, მისი თქმით, პირველადი მონაცემებით, სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო, რის გამოც დეპარტამენტმა სამშენებლო პროცესი შეაჩერა და მომხდარის შესახებ დეტალური მოკვლევა მიმდინარეობს.

    რაც შეეხება სამშენებლო ობიექტზე არასრულწლოვანის დასაქმებას, ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, პაატა ჟორჟოლიანის განცხადებით, შრომის კოდექსში ცალსახად არის მითითებული, რომ მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოებზე არასრულწლოვანის დასაქმება აკრძალულია.

    მისი განმარტებით, კომპანია პასუხისმგებელია გააკონტროლოს, არ მოხვდეს სამშენებლო ობიექტზე არასრულწლოვანი.

    ახალგაზრდა მამაკაცი დღეს დილით მშენებარე ობიექტის ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზევე გარდაიცვალა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×