სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.07.2019

      თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სატრანსპორტო რეფორმის მიხედვით, ერთიანი სისტემა შეიქმნება, სადაც სამი სატრანსპორტო საშუალებით მგზავრობისთვის მხოლოდ ერთი ბილეთის აღება იქნება საჭირო.

    „ეს ინტეგრაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ერთიანი სისტემა გვექნება. ერთი აღებული ბილეთით შესაძლებელი იქნება როგორც ავტობუსით, ისე მიკროავტობუსით და მეტროთი მგზავრობა," - განაცხადა კალაძემ.

    როგორც თბილისის მერი აღნიშნავს, უახლოეს მომავალში სრული პრეზენტაცია იგეგმება.

    ცნობისთვის: საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, ფრანგული კომპანია „სისტრა" დედაქალაქის მასშტაბით კვლევას აწარმოებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

     

    წყარო:ბიზნესმედია,ლიკა გურაბანიძე

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×