სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.07.2019

     დღეს, 16 ივლისს გერგეტის ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულია – ღვთაებრივი სიყვარულის დღე.

    თქმულება სამების ტაძრის აშენებას თამარ მეფეს მიაწერს. თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით, წმინდა სამების მთაზე ანდრია მოციქულს ქრისტიანობა უქადაგია და ჯვარიც აღუმართავს. წინათ აქ მონასტერიც ყოფილა. შიშიანობის დროს აქ ამოჰქონდათ მცხეთის ტაძრის საგანძური. აქვე ყოფილა დაცული ნინოს ჯვარიც, რასაც ვახუშტიც ამოწმებს: ,,გერგეთის ზევით არის მყინვარის კალთასა ზედა მონასტერი სამებისა, გუმბათიანი, მცხეთის სამკაულის სახიზრად, სადაცა ესვენა ნინოს ჯვარი, შვენიერ ნაშენი, შვენიერ ადგილსა”.

    1749 წელს რომანოზ ბატონიშვილს ჯვარი მოსკოვში წაუღია და ბაქარ ბატონიშვილისთვის გადაუცია. სიწმინდე მხოლოდ 1801 წელს დაბრუნდა საქართველოში. ტაძარი წინათ მოხატული ყოფილა, ტაძარში დაცულია ორი ძველი ხატი, “კუბოს კარად” წოდებული. ხატები ფიცარზეა დაწერილი. ერთს “საავდროს” უწოდებენ, მეორეს – “სადაროს”.

    ღვთის წყალობით და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, აღდგა გერგეტის წმინდა სამების ტაძართან არსებული მამათა მონასტერი. იქ მუდმივად აღესრულება წირვა-ლოცვა და ტაძრის კარი ყოველი მომლოცველისთვის ღიაა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×