სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.07.2019

     თით­ქმის ერთი კვი­რაა სა­ბერ­ძნე­თის ქა­ლაქ ათენ­ში 16 წლის ქარ­თველ გო­გო­ნას ეძე­ბენ. არას­რულ­წლო­ვა­ნი ლ.მ-ს ძი­ე­ბის საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლია სა­ბერ­ძნე­თის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბი.

    გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გო­გო­ნას მშობ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქო­ბუ­ლე­თის რა­ი­ონ სო­ფელ სა­მე­ბა­ში ცხოვ­რო­ბენ, ხოლო სა­ბერ­ძნეთ­ში იგი დე­დამ­თილ­თან, მულ­თან, მე­უღ­ლე­სა და ხუთი თვის შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობს. არას­რულ­წლოვ­ნის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვერ­სი­ე­ბი აქვთ გო­გო­ნას მშობ­ლებ­სა და ქმრის ოჯახს.

    და­კარ­გუ­ლის მული ამ­ბობს, რომ გო­გო­ნა სა­ვა­რა­უ­დოდ სახ­ლი­დან გა­ი­პა­რა და უც­ნობ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­თან ერ­თად მი­ი­მა­ლა.

    6 დღის წინ და­კარ­გუ­ლი გო­გო­ნას მული ირ­წმუ­ნე­ბა, რომ მათ ხელთ აქვთ პა­კის­ტა­ნის მო­ქა­ლა­ქე ალი ჰა­სა­ნი­სა და მათი რძლის მი­მო­წე­რის ამ­სახ­ვე­ლი სქ­რი­ნე­ბი, რო­მე­ლიც მოწ­მობს, რომ გო­გო­ნა მა­მა­კაც­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყო და სა­ვა­რა­უ­დოდ, მას­თან ერ­თად აპი­რებ­და გაქ­ცე­ვას. პო­ლი­ცი­ამ გა­მო­ა­ცხა­და ძებ­ნა პა­კის­ტა­ნის მო­ქა­ლა­ქე­ზეც და აღ­მოჩ­ნდა, რომ ისიც რამ­დე­ნი­მე დღეა არ გა­მო­ჩე­ნი­ლა.

    რაც შე­ე­ხე­ბა არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნას მშობ­ლებს, ისი­ნი მომ­ხდარს ოჯა­ხურ კონ­ფლიქტს უკავ­ში­რე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ აქვთ სა­ეჭ­ვო ვერ­სი­ე­ბი, რო­მელ­ზეც სა­უბ­რის­გან ჯერ­ჯე­რო­ბით თავს იკა­ვე­ბენ.

    არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნას მშობ­ლებნი გა­მო­რი­ცხა­ვენ რომ, მათი შვი­ლი 5 თვის ჩვი­ლის გა­რე­შე სად­მე წა­სუ­ლი­ყო და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზი აქვს:

    "მა­გათ რო­გორც აწყობთ ისე ლა­პა­რა­კო­ბენ. ჩემი შვი­ლი ხუთი თვის შვილს არაფ­რით არ და­ტო­ვებ­და და არა­ვის გა­ე­კი­დე­ბო­და! ბოლო პე­რი­ოდ­ში ხში­რად მწერ­და, წა­მიყ­ვა­ნეთ აქე­დან, ვე­ღარ ვძლე­ბო. რად­გან არას­რულ­წლო­ვა­ნია, მწერ­და სა­ზღვარ­ზე არ გად­მო­მიშ­ვე­ბენ, ბავ­შვს არ გა­მო­მა­ტა­ნენ და მის გა­რე­შე თავს მო­ვიკ­ლა­ვო. შე­ნა­ხუ­ლი მაქვს ეს მი­მო­წე­რე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი.

    რამ აი­ძუ­ლა ბავ­შვი სახ­ლი­დან უტე­ლე­ფო­ნოდ წა­სუ­ლი­ყო, თა­ვი­სი შვი­ლის გა­რე­შე?! აქ სხვა ამ­ბა­ვია. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სა­ეჭ­ვოდ გვეჩ­ვე­ნე­ბა, მეტს ვე­რა­ფერს ვერ გე­ტყვით, და­ნარ­ჩენს პრო­კუ­რა­ტუ­რა და­ად­გენს. ძა­ლი­ან არა­და­მა­ჯე­რე­ბელ რა­ღა­ცე­ბს გვე­უბ­ნე­ბი­ან" - თქვა და­კარ­გუ­ლი გო­გო­ნას დე­დამ.

    მო­ზარ­დის მე­ურ­ვე, ოჯა­ხის ნა­თე­სა­ვი, ელე­ნე ლორ­თქი­ფა­ნი­ძე კი აცხა­დებს, რომ არას­რულ­წლო­ვა­ნი ად­რეც გა­უ­ჩი­ნარ­და, თუმ­ცა მა­ლე­ვე დაბ­რუნ­და.

    "ორი კვი­რის წინ, სა­მუ­შა­ოდ იყო წა­სუ­ლი მისი მე­უღ­ლე და მული, გო­გო­ნა კი ბავ­შვთან ერ­თად იყო წა­სუ­ლი მთე­ლი ღამე. მე­ო­რე დღეს მო­ვი­და სა­ღა­მოს, გა­ვუბ­რაზ­დი, თუ არ მე­ტყვი სად იყა­ვი, დე­პორ­ტით გა­გიშ­ვებ სა­ქარ­თვე­ლო­ში-მეთ­ქი. ახლა კი, ორ­შა­ბათს დი­ლით 7 სა­ათ­ზე გა­და­ვი­და აივ­ნი­დან და მის შემ­დეგ ვე­ძებთ“, - ამ­ბობს ლორ­თქი­ფა­ნი­ძე.

    ამბები.ჯი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved