სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.07.2019

      ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილის განცხადებით აუცილებელია, რომ პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის წლების მანძილზე ქუცნაშვილის საქმიანობას სწორედ მართლმადიდებლური ფორუმის ფარგლებში. ამ განცხადებით სამადაშვილი იმ წერილს გამოეხმაურა, საიდანაც ირკვევა, რომ ჯერ კიდევ 2 წლის წინ საქართველოს ელჩები საგარეო უწყებას აფრთხილებდნენ, რომ ქუცნაშვილი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა.

    „მიმაჩნია, რომ ზალკალიანიც უნდა გადადგეს თანამდებობიდან ისევე, როგორც გახარია. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტში უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ აქტს, რაც იყო გავრილოვის ვიზიტი საქართველოში, ყველა კომპონენტის ჩათვლით, მათ შორის, შეისწავლის წლების მანძილზე ქუცნაშვილის საქმიანობას სწორედ ამ ფორუმის ფარგლებში. რუსეთის ეკლესია ეს არის პუტინის გავლების პირდაპირი მექანიზმი, რბილი ძალის მექანიზმი და თანამშრომლობა ამ ძალის გამოყენების მიზნით, ეს არის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    simartle   (12.07.2019)
    sarkeshi chaixede,shen kvelanairad araproporciulo qalo,jer Tqveni nacebic,piradad sheni, qveynis da qartveli xalxis mtrebo,mkvlelebo sheiswavlet tomebit gasaidoembloebuli saqmeebi gamooaskaravet pasuxi aget chadenili danashaulebebisatvis,da shemdeg gamoqeqet sxva damnashaveebi,rogor martali xalxivit itxovt sxvebis dasjas,roca mteli nacbanda damnashaveebi xart da es unito mtavroba pasuxs ar gagebinebt deputatebis statusit sargeblobt kidev,tqven pirvel rigshi nacbanda xart pasuxisgebashi misacemi patroni rom kavdes saqartvelos,exlac tqven datxaret tvalebi axalgazrdebs!

    ჯეკი   (12.07.2019)
    ვეთანხმები ამ ქალს. ყველას საქმიანობაა შესასწავლი თან წლების მანძილზე. ნაცქოცებსაც მოეხაზებათ და კიდევ ბევრ სხვას. ძნელია შორიდან სიმართლეში გარკვევა მაგრამ რასაც ვხედავ სწორედ ქართველი პოლიტიოკსების წყალობით საქართველო სულ უფრო და უფრო პატარავდება და ღარიბდება. ძალიან ბევრ კითხვას ბადებს როგორც ცალკეული მათგანის ასევე მთელი პარტიების ნამოქმედარი. დაწყებლუ 90 წლებიდან. ჩემი აზრით ყველა ნაკომკავშირალი უნდა გაეთრეს პოლიტიკიდან. ალბათ გიგი წერეთელი უნდა იყოს პირველი და მერე სხვები. ბარამიძე ჩემი სტუდენტობის დროს (აი ის აფაქიძეები რომ ამოწყვიტა) გულანთებული კომკავშირელი იყო. არაფერს ვამბობ ხათუნა გოგორიშვილზე დალპა ქალი პარლამენტში. პარაზიტები არიან. 50 დეპუტატიანი პარლამენტი დამორჩა. ხელფასი არ უნდა აღემატებოდეს 2000 ლარს.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved