სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.07.2019

      რუსეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარი (48%) საქართველოს მიმართ ნეიტრალურადაა განწყობილი, 37 - კარგად, 8% კი - ცუდად. აღნიშნულ ინფორმაციას mk.ru "საზოგადოებრივი აზრის ფონდის" (ФОМ) მიერ მომზადებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნული კვლევა 6-7 ივლისს ჩატარდა, მას შემდეც, რაც რუსეთის ხელისუფლებამ "საქართველოში არსებულ რუსოფობიურ განწყობებზე" დაიწყო საუბარი და ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთვის ტურისტული ემბარგოს დაწესების თაობაზე გააკეთა განცხადება.

    კვლევის თანახმად, მიზეზებს შორის, რატომ ჰქონდათ დადებითი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რუსეთის მოქალაქეები ამბობდნენ, რომ ქართველები სტუმართმოყვარე ხალხია და მათ კარგად ეპყრობიან (9%), ასევე აღნიშნავდნენ, რომ მოსწონთ საქართველო და ცუდად განწყობის მიზეზი არ არსებობს (7%). ისინი კი, ვინც თქვეს, რომ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ, მიზეზად საქართველოს რუსეთის ფედერაციისადმი ცუდი დამოკიდებულება დაასახელეს და ამბობდნენ, რომ უბრალოდ ქვეყანა არ მოსწონთ. ამავე კვლევის მიხედვით, რუსეთის მოსახლეობის 71% მიიჩნევს, რომ რუსულ-ქართული უერთიერთობების გაუმჯობესება მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის. 19 პროცენტი კი ვარაუდობს, რომ კარგი უერთიერთობები თბილისისთვის უფრო საჭიროა, 3% მიიჩნევს, რომ ეს მოსკოვისთვისაა ხელსაყრელი.

    გამოკითხულების 5% მიიჩნევს, რომ მომავალ 5-10 წელში ქვეყნებს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდება, საწინაამდეგოსი სჯერა 7-%-ს. 36 პროცენტს კი ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved