რეზონანსი
12.07.2019

 (რეზონანსი) ბავ¬შვთა ჰოს¬პი¬სი „ცი¬ცი¬ნა¬თე¬ლა" facebook-ის გვერ¬დზე აქ¬ვეყ¬ნებს ფო-ტოს, სა¬დაც ჩანს, რომ მძი¬მე სამუშაო ღამის შემდეგ ექთ¬ნებს ია¬ტაკ¬ზე ძინავთ.

„იყო ექთანი, ნიშნავს პაციენტებზე ზრუნვაში გათენებულ ღამეებს, თანაგრძნობასა და მოთმინებას, ჩვენი ბავშვების მშობლების და ახლობლების დამშვიდებას ყველაზე უფრო სტრესულ სიტუაციებშიც კი;

იყო ჰოსპისის ექთანი, ნიშნავს შეგეძლოს მშვიდად, ღიმილით და სიყვარულით გააცილო ბავშვი იმქვეყნიურ ცხოვრებაში და მალევე გადმოერთო ამქვეყნიურ აურზაურში;

იყო ჰოსპისის ექთანი, ნიშნავს არავის დაანახო შენი დარდი და მწუხარება და არავინ დაამძიმო შენი ემოციებით. ეს ჩაძინებული გოგოები ჩვენი ჰოსპისის ექთნები არიან.

ფოტო ერთ-ერთი მშობლის მიერ, მძიმე ღამის, ციცინათელის გაფრენის შემდეგ არის გადაღებული"- წერია ფოტოს აღწერაში.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×