სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.07.2019

     (რეზონანსი) რუსეთის ბირთვულ წყალქვეშა ნავზე გაჩენილი ხანძრიდან ერთი კვირის შემდეგ, ნორვეგიელ და რუს მკვლევართა ჯგუფი ნიმუშების ასაღებად კიდევ ერთ ჩაძირულ წყალქვეშა ნავთან გაემგზავრა. საქმე ეხება 1989 წელს ხანძრის შედეგად ჩაძირულ ბირთვულ ხომალდს; ინციდენტს მაშინ ეკიპაჟის 42 წევრის სიცოცხლე შეეწირა.როგორც კვლევის პირველადი შედეგები მიუთითებს, ჩაძირული საბჭოთა ხომალდის სავენტილაციო სადინარის სიახლოვეს წყალში რადიაციის დონე 800 000-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას.საბჭოთა ბირთვულმა წყალქვეშა ნავმა „K-278 კომსომოლეცმა" კატასტროფა 1989 წლის 7 აპრილს, ხანძრის შედეგად განიცადა ბარენცის ზღვაში, ნორვეგიის სანაპიროდან 418 კილომეტრში. ნავი ოკეანეში დაახლოებით 1,5 კმ სიღრმეზეა ჩაძირული. ხომალდის ბორტზე დღემდე რჩება ერთი ბირთვული რეაქტორი და ორი ბირთვული ქობინი. დასაშვებზე მაღალი დოზის რადიაცია ხომალდის მიდამოებში მეცნიერებს აქამდეც ჰქონდათ შემჩნეული.როგორც მკვლევართა მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, აღნიშნული სავენტილაციო სადინარიდან რადიაციის გაჟონვა 1990-იან წლებსა და შემდეგ 2007 წელსაც დადასტურდა.

    ექსპედიციის ხელმძღვანელის, ჰილდე ელისეს განცხადებით, მართალია, რადიაციის ამჟამინდელი მაჩვენებელი დასაშვებზე მაღალია, მაგრამ საფრთხეს არ წარმოადგენს ნორვეგიის მეთევზეობისა და ზღვის პროდუქტებისთვის.

    მკვლევართა ჯგუფი აღებული ნიმუშების დეტალურ ანალიზსა და ჩაძირული ხომალდის აქტიურ მონიტორინგს გეგმავს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved