სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.07.2019

     (რეზონანსი) თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირზე ვერტიკალური გამწვანებლი კედლის გასაახლებლად 300 ათასამდე ლარს დახარჯავს. შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვა უკვე გამოცხადებულია, რომლის სავარაუდო ღირებულება 294 910 ლარს შეადგენს.

    შესყიდვა გულისხმობს დავით აღმაშენებლის გამზირი N59ა-ში მდებარე სახლის კედელზე არსებული „ვერტიკალური გამწვანებული" კედლის მოწყობა-აღდგენის მომსახურებას.

    სახელმწიფო შესყიდვაში წინადადებების მიღება 22 ივლისს სრულდება.გამარჯვებულმა სამუშაოები უნდა დაასრულოს 16 ნოემბამდე.

    შესყიდვის დოკუმენტაციით, მიმწოდებელმა მომსახურების გაწევის დასრულებისას უნდა უზრუნველყოს წყლისა და კანალიზაციის ცენტრალურ მაგისტრალზე დაერთების ხარჯები, ვალდებულია მომსხურების გაწევის დასრულებისას საკუთარი ხარჯებით დაფაროს ყველა არსებული დავალიანება და მომსახურების გაწევის პერიოდში დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აღადგინოს არსებული ინფრასტრუქტურა.

    ვერტიკალური გამწვანება ადგილზე პროექტ "ახალი ტიფლისის" ფარგლებში მოეწყო.

    BMG

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×