სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.07.2019

     რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც მისი მხრიდან ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას შეურაცხყოფას ეხება პასუხობს, რომ არა ინგა გრიგოლიას, არამედ სხვა ინგას გულისხმობდა.

    ლევან ონიანმა "ფეისბუქ" მეგობრის პოსტზე, რომელიც ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასა და შს მინისტრის გიორგი გახარიას ინტერვიუს ეხმიანებოდა დაწერა, რომ "ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის".

    ონიანის თქმით, კომენტარში სხვა ინგა იგულისხმა, რომლის ვინაობის გაგებაც მხოლოდ მას და თავის მეგობარს შეეძლოთ.

    "არ იგულისხმებოდა ინგა გრიგოლია. ჩემი და ნათიას საერთო მეგობარზე თუ რაღაცას გავიხუმრებ, მგონია რა თანამდებობაც არ უნდა მეჭიროს, მეგობრებთან ხუმრობის საშუალება მაქვს და ეს ჩემი საქმეა. თუ ვინმეს სურს ამას პოლიტიკური ელფერი შესძინოს, ეს უკვე მათი პრობლემაა, ამის უფლებაც აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ მორალურად გაუმართლებელია. მე ნამდვილად არ ვგულისხმობდი ინგა გრიგოლიას, თუ ჩემი მეგობრის პოსტზე დავწერე ისეთი კომენტარი, რომელსაც მხოლოდ მე და ნათია მივხვდებოდით და გავიგებდით, ეს არავის საქმე არ არის", - აცხადებს ლევან ონიანი.

    (ინფო რუსთავი)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ევა.   (12.07.2019)
    შუბლზე ძარღვი აქვთ გაწყვეტილი.თუ ჰქონდათ ოდესმე


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved