სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.07.2019

     (რეზონანსი) პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს" წარმომადგენელი გუბაზ სანიკიძე შსს-ში იმყოფებოდა და უწყებას განცხადებით მიმართა, რომ მისი დაკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოხდეს.

    სანიკიძემ განაცხადა, რომ გამოძიებას არ ენდობა.

    „გუშინ ვიხილეთ შს მინისტრის კატასტროფული გამოსვლა, პრინციპში აღიარებითი ჩვენება. მაქვს უნდობლობა საგამოძიებო სტრუქტურების მიმართ. რაც შეეხება გამოკითხვას, რასაც შემეკითხებიან, პასუხს გავცემ იმის შესახებ. ვერ ვივარაუდებ, რა დააინტერესებთ. ფაქტია, რომ რეპრესიებია დაწყებული საქართველოში. აქციის მონაწილე ხუთი კაცია დაპატიმრებული, პოლიტიკური პატიმრები გვყავს 20 ივნისთან დაკავშირებით. ამიტომ, მეტი ტვინი არ აქვს ამ ბიძინა ივანიშვილს, სერგო ორჯონიკიძის ღირსეული მემკვიდრეა და ჰგონია, რომ შეგვაშინებს, ბიძინას შეშინებული არ გაიშვას. თვითონ კურდღელია და სხვაც კურდღელი ჰგონია", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

    ჟურნალისტებთან საუბრისას გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, მას ბრალდებულის სტატუსიც მიენიჭოს.

    შსს-მ ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა, გუბაზ სანიკიძე და ირაკლი ღლონტი დაიბარა გამოკითხვაზე. შსს-ს ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სამინისტროში გამოკითხვაზე დღეს არიან დაბარებული.

    უწყების ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენლების შსს-ში გამოკითხვაზე დაბარება 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    vaa   (12.07.2019)
    გუბაზ გააფსი რა. გახარია რაც არ უნდა ცუდი იყოს შენზე ათასი თავით მაღლა დგას, ამით იბოღმები ყველანაირად რომ გჯობია. თავში ნეხვი გაქვს


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×