სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.07.2019

     ტეხასელი ქალი დედის ცხედართან ერთად 3 წელი ცხოვრობდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

    პოლიციის ცნობით, 71 წლის ქალი 2016 წლის შემოდგომაზე გარდაიცვალა. გამოძიების ინფორმაციით, იგი  დავარდა, მაგრამ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ მიუღია, თუმცა 47 წლის შვილმა სათანადო ყურადღება არ მიაქცია და მოხუცი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ქალის ცხედარი 3 წლის შემდეგ საძინებელ ოთახში იპოვეს. 

    ამავე სახლში არასრულწლოვანი, 15 წლამდე გოგოც ცხოვრობდა. მოზარდი ახლა ნათესავებისა და სოციალური სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშაა. 

    დაკავებულ ქალს 20-წლამდე პატიმრობა და 10 000 დოლარის ჯარიმის გადახდა ემუქრება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×