რეზონანსი
11.07.2019

 გიორგი გახარიამ 20 ივნისის ღამის შემდეგ პირველი სატელევიზიო ინტერვიუ მისცა.  

"ეს არის არა პასუხისმგებლობის აღება, არამედ პასუხისმგებლობისგან გაქცევა. როდესაც ეს ახალგაზრდები გულწრფელად გამოთქვამენ თავის აზრს და შეცოდებაზე საუბრობენ, მათ ჯერ არ აქვთ გათვითცნობიერებული, რას ნიშნავს იყო სახელმწიფო სამსახურში, რას ნიშნავს, საქართველოსნაირ ქვეყანაში იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და რას ნიშნავს, როდესაც შენი ქვეყნის პარლამენტი, ბოლო 30 წლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ იყო შტურმით აღებული.... 

როდესაც ოკუპაციის საფარვეშ კონკრეტული პოლიტიკოსები ადამიანების ემოციებს გადააქცევენ ფიზიკურ შეტევად პარლამენტის შენობაზე და ცდილობენ შეჭრას პარლამენტში და ვერ ხსნიან, რა უნდა ყოფილიყო შემდეგი ნაბიჯი... და შენ შინაგან საქმეთა მინისტრი დგახარ გადაწყვეტილების წინაშე - გადაარჩინო შენი იმიჯი და შეუთანხმდე რაღაც კომპრომისს ან მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება, რასაც თვლი, რომ არის სწორი და კანონიერი", - განაცხადა გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერვიუ სტუდიის შენობასთან აქცია „სირცხვილიას“ ფონზე მიმდინარეობს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×