სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    25.06.2019

      კონკრეტული ადამიანების მიმართ სამართლებრივი მოქმედებების, დაკავება-არდაკავევის შესახებ გადაწყვეტილებებას არ იღებენ პოლიტიკოსები, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტის კითხვას, დააკავებენ თუ არა რუსთაველზე განვითარებულ მოვლენების გამო „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიას.

    როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ამა თუ იმ პირის დაკავების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ სახელმწიფო ინსტიტუტები, ვისაც ეს ევალებათ.

    „თუ სახელმწიფო ინსტიტუტები მომართავენ პარლამენტს ასეთი მოთხოვნით, ეს მოთხოვნა იქნება განხილული მაშინვე, კანონმდებლობით დადგენილი წესით და მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც კანონით გვევალება. არ აქვს მნიშვნელობა სახელს, გვარს და სტატუსს. თუ ვინმე იყო ამ ძალადობრივი ქმედებების წამქეზებელი და ორგანიზატორი, მასაც მოუწევს პასუხის გაცემა, ისევე როგორც სახელმწიფომ უკვე დაიწყო რეაგირება იმ სამართალდამცველთა მიმართ, ვისზეც კონკრეტული პრეტენზიები არსებობდა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ლინდა   (26.06.2019)
    ნამდვილად აჩიკო! ყველას მოუწევს პასუხისმგებლობა დღეს თუ არა ხვალ! შენი მამამარჩენალით დაწყებული და ყველა იმ ქოცით დამთავრებული, რომლებიც ამ შაშინელებას, რაც 20 ივნისს მოხდა ტაშს უკრავდით. ეგ დღეც მალე დადგება, სახედაყენებულო პატარა კლოუნო! სატანისტებო!!!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×