სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    25.06.2019

      ზუგდიდის ყოფილ მერს, ლაშა გოგიას და მის მოადგილეს, გია გულორდავას 2-2 წელი რეალური სასჯელი და 4-4 წელი პირობითი მსჯავრი შეეფარდათ. ამის შესახებ პროკურატურის პრესსამსახურმა განცხად.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზუგდიდის ყოფილი მერი და მისი მოადგილე 1 ნოემბერს დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში გოგიამ და გულორდავამ ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღისა და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით 21 500 აშშ დოლარი გამოართვეს.

    უწყების ინფორმაციით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, სსკ-ის 338- მუხლის მე-2 ნაწილის ,,ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილისქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

     

    13 სექტემბერს ზუგდიდის არჩეულმა მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა მიზეზის დასახელების გარეშე დატოვა. ის ზუგდიდის მერის პოსტს 2016 წლიდან იკავებდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved