სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.06.2019

     პირველი არხი განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნულია, პირველი არხის თანამშრომლები შეშფოთებულები არიან პოლიტიკურ ჯგუფებთან აფილირებული თუ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესის მქონე ადამიანების მიერ გაკეთებული მოწოდებების გამო:

    „საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე და ცნობილი კინომცოდნე გოგი გვახარია აქციის მონაწილე ახალგაზრდებს ფაქტობრივად მოუწოდებენ და აქეზებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელში ჩაგდებისაკენ.

    სხვა დროს ამგვარი განცხადებები დარჩებოდა ჩვეულებრივ უპასუხისმგებლო გამოხატვის თავისუფლებად, რომელიც დიდ ყურადღებას არ იმსახურებს, მაგრამ არსებულ დაძაბულ ნერვულ ფონზე საზოგადოებაში, მსგავს პროვოკაციულ განცხადებებს შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს.

    საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა კონსტიტუციით არის გარანტირებული, თუმცა ამჯერად საზოგადოების ყურადღება გვინდა მივაპყროთ საკითხის მორალურ მხარეს – სამშობლოსთვის გულანთებული ახალგაზრდების ემოციებით მანიპულირება და მათი წაქეზება ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც ოცდაოთხი საათის განმავლობაში ასრულებენ საკუთარ პროფესიულ მოვალეობას, ნამდვილად ვერ ჩაითვლება ღირსეულ საქციელად.

    დაბეჯითებით მოვუწოდებთ ყველა ეგზალტირებულ თუ პოლიტიკური ინტერესების მქონე მოქალაქეს, ნუ ეცდება საკუთარი მიზნების მიღწევას, სხვისი უფლებების შელახვის ხარჯზე.

     ნიკოლოზ ვაშაკიძე, რომელიც 2000-2012 წლებში იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის მოადგილე, „ფეისბუქის“ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდებს მიმართავს, რომ „ახლა არის საუკეთესო მომენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოების ხელში გადაცემის მოთხოვნის“.

    ასეთივე მოწოდებას აკეთებს კინომცოდნე, გოგი გვახარია, რომელმაც ერთ-ერთი ფეისბუქ მომხმარებლის პოსტზე დაწერა: „საზმაუწყებელთან რატომ არ მიდიხართ? ხომ იცი, ყველა ხელისუფლება მანდედან იცვლებოდა”, - აღნიშნულია განცხადებაში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    თაკო   (25.06.2019)
    აუცილებლად უნდა მოხდეს რეაგირება, დაიწყეთ დაპატიმრებ ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე და განვითარება.სასწაფოდ მოახდინეთ რეაგირება.რაც შეიძლება პრინციპული უნდა იყოს მთავრობა.

    ბათუ   (25.06.2019)
    ორივე დასასჯელია,სასწრაფოდ.ასეთ დროს ასეთი მოწოდებები შეიძლება?


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×