სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.06.2019

     (რეზონანსი) მე ვარ დამნაშავე, რომ დღეს ისევ მეორდება ასეთი საშინელებები და სისხლიანი ღამეები, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც თავად აღნიშნა, უნდოდა სიტყვით პირველი გამოსულიყო, მაგრამ ეს ვერ გაბედა, რადგან „ახალგაზრდები იმ სისხლიან ღამეს ვერ დაიცვა."

    ყოფილმა პირველმა ლედიმ სიტყვით გამოსვლისას რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ძალიან ღელავს და რომ ეს გამოსვლა მისთვის ემოციურად ძალიან რთულია.

    „მინდოდა პირველს მომემართა თქვენთვის სიტყვით, მაგრამ ვერ გავბედე. ვერ გავბედე იმიტომ, რომ ვერ დაგიცავით. ახალგაზრდები ვერ დავიცავი იმ სისხლიან ღამეს. მინდოდა ერთ-ერთი მე ვყოფილიყავი, ოღონდ ნუ იქნებოდა ის გოგო, რომელმაც თვალი დაკარგა, ოღონდ ნუ იქნებოდნენ სხვები. მე გელაპარაკებით თქვენ, როგორც ერთ-ერთი მშობელი, როგორც იმ გოგოს დედა, რომელმაც თვალი დაკარგა. მე გელაპარაკებით თქვენ, როგორც თქვენი თანამოქალაქე. მე ვარ დამნაშავე, რომ დღეს ისევ მეორდება ასეთი საშინელებები და სისხლიანი ღამეები. არ უნდ ამომხდარიყო ასეთი რაღაც იმიტომ, რომ ჩვენ ვიბრძოლეთ ამისთვის, რათა ახალი რეალობა შეგვექმნა იმ ახალი თაობისთვის, რომელმაც შვილიშვილები, მათი შვილები უნდა გაზარდონ. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. მეტირება და ძალიან ვდარდობ იმაზე, რომ იმ ღამეს თქვენ გვერდით არ ვიყავი," - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    roy   (25.06.2019)
    ქალბატონო მაკა! როდესაც თქვენი მეუღლე პრეზიდენტი იყო, მას სრული უფლება ჰქონდა მოეთხოვა ნაცების დროს ჩადენილი როგორც სისხლის სამართლის ასევე ეკონომიკური დანაშაულების გამოძიება. ამ უკანასკნელში ვგულისხმობ რუსული კაპიტალისთვის საქართველოს კუთვნილი სტრუქტურების მიყიდვას! მით უმეტეს რომ ეს მოხდა ომის შემდეგ! აფხაზეთსა სამაჩაბლოზე არაფერს ვამბობ! სოხუმიდან სულ რამდენიმე კილომეტრში იწყებოდა ქართველების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია! ახლა რუსის ჯარი დგას თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში! რამდენი რამ იყო გამოსაძიებელი და რამდენი პუტინის აგენტი მოყვებოდა ბადეში. არაფერი გაკეთებულა და მივიღეთ ის რაც მივიღეთ! ამიტომ, რა თქმა უნდა ბატონი ექსპრეზიდენტის და ქოცების ბრალია ყველაფერი!

    ია   (25.06.2019)
    ქვეყანაში არავინ არაფერზე არ აგებს პასუხს. ამიტომ ხდება ასეთი საშინელებები. ჰმ, ბოდიში რომ წამალი იყოს....

    Tako   (24.06.2019)
    Ravici clebis cin xdeboda dampali nacebis dros rac xdeboda ar maxsovs,rom gamosulikavi populisto nagvebo


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved