სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.06.2019

     (რეზონანსი) აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მერიის ყოფილი თანამშრომელი, ალექსანდრე თევზაძე დაჭრილია. სავარაუდოდ, მას კონფლიქტი აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილ დეპუტატთან და „ბათუმის დინამოს" პლაჟის ფეხბურთის ხელმძღვანელთან, კახა მიქელაძესთან მოუვიდა.

    მაუწყებლის ინფორმაციით, ალექსანდრე თევზაძე საავადმყოფოში იმყოფება.

    შსს-ს განმარტებით, მომხდარის გამო დააკავეს ორი პირი. გამოძიება 279-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად იარაღის გამოყენებით ხულიგნობას გულისხმობს.

    დაზარალებული ​ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. ის ადასტურებს, რომ მას ინციდენტი მოუვიდა, თუმცა კითხვაზე - დაჭრა თუ არა ის კახა მიქელაძემ, არ პასუხობს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    ერთ-ერთი ვერსიით, ინციდენტი Facebook-ის სტატუსის გამო დაიწყო.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved